"ლივერპული" იურგენ კლოპის შემცვლელად ლუის ენრიკეს განიხილავს

AutoSharing Option
"ლივერპული" 2022/23 წლების სეზონში არადამაჯერებლად გამოიყურება, იურგენ კლოპის გუნდი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. "სქაუზერები" გამარჯვების მოპოვებას ზედიზედ 4 მატჩია ვერ ახერხებენ.

იმ შემთხვევაში, თუ წარუმატებელი სერია გაგრძელდება, დიდი შანსია "ლივერპულის" დამრიგებელი იურგენ კლოპი გაათავისუფლონ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობა მის შემცვლელად "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილ დამრიგებელს, ლუის ენრიკეს განიხილავს.

შეგახსენებთ, იურგენ კლოპი "ლივერპულს" 2015 წლიდან თავკაცობს. ამ პერიოდის განმავლობაში გერმანელმა გუნდს: პრემიერლიგა (ისტორიაში პირველად), ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი,
ინგლისის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა. 

altიურგენ კლოპი: მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს

alt"ძალიან იმედგაცრუებულია" - კლოპი ფირმინოს განაცხადს მიღმა დატოვებას გამოეხმაურა

altკლოპი აღფრთოვანებულია და მოცდას აღარ აპირებს - რას გეგმავს "ლივერპული" ზამთარში კვარაცხელიას ტრანსფერზე

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლიგის და ინგლისის თასი კლოპის გარეშე მოიგეს შარშან?
თორნიკე
17:08 08-02-2023
0
ოღონდ ეგ არააა, დაშლის ლივერპულს...
????
17:07 08-02-2023
0

სიახლეები პოპულარული