ფედელე: სპალეტიმ ზაფხულში "ნაპოლი" უნდა დატოვოს

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ, რომელიც ხშირად ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკითაა დაკავებული, ამჯერად "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელზე, ლუჩანო სპალეტიზე ისაუბრა.

ფედელეს თქმით, 63 წლის იტალიელმა სპეციალისტმა სეზონის ბოლოს თანამდებობა უნდა დატოვოს, ენრიკომ ასევე "კვარაზეც" ისაუბრა და როგორც იქნა, ქართველის შესახებ დადებითად ისაუბრა.

"კვარაცხელიას" საგოლე პასი "სპეციასთან" მართლაც შთამბეჭდავი იყო. ამ ეპიზოდისას ქართველმა გონიერება გამოიჩინა, რადგან ეგოისტურად არ ითამაშა და თანაგუნდელს გაატანინა.

მე რომ სპალეტი ვიყო, თანამდებობას სეზონის დასრულების შემდეგ დავტოვებდი, რადგან თუ შემდეგ სეზონში წარმატებას ვერ მიაღწევს, მას
"პარტენოპეის" დატოვება მაინც მოუწევს და ამას დამარცხებულის რანგში გააკეთებს" - აღნიშნა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" კი 13 ქულით უსწრებს, სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს "კრემონეზეს" წინააღმდეგ გამართავს.

altსპალეტი: მომავალში კვარაცხელიას ოსიმენი გაატანინებს

alt"რა ჯანდაბას მეკითხები?" - ჟურნალისტმა სპალეტი წყობიდან გამოიყვანა [VIDEO]

altმეუღლე თამარა და სამი შვილი - გაიგეთ მეტი ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელის ლუჩიანო სპალეტის პირად ცხოვრებაზე


მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს იტალიელების კავაზაშვილია.
2
არიან ასეთი ზეროები. სისულელეების და სხვისი კრიტიკის და დაცინვით ცდილობენ საზოგადოებას თავი შეახსენონ.
ასეთებია მაგალითად კასანო და ლინეკელი.
ტიპები შემთხვევას არ უშვებდენ რონალდოზე რამე საზიზღრობა რომ არ ეთქვათ?
რატომ? იმიტომ კი არა რომ მათი აზრი ვინმეს აინტერესებს, არამედ ლაპარაკობენ ხალხისთვის საინტერესო პერსონებზე და ამით ცდილობენ რამეს გამორჩენ.
აბა კასანოს აზრი ვის რაში აინტერსებს ვინ არის საერთოდ
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული