უკრაინული გუნდის 21 წლის ფორვარდი დანილო სიკანი სასტუმროში იმყოფებოდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანისგან შემდგარმა ნასვამმა რუსთა ჯგუფმა ის დონეცკური გუნდის მაისურით დაინახეს და "დიდება რუსეთს" სკანდირება დაიწყეს.
ამის დანახვაზე სიკანმა ერთ-ერთ მათგანს დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც იგი ძირს დავარდა და შემდეგ თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი უკრაინის ეროვნული ნაკრების წევრიცაა და მას თავისი ქვეყნის მთავარი გუნდის მაისური 6 შეხვედრაში აქვს მორგებული.