"დე ლაურენტისი იტყუება, იტალიელი "კვარასაც" და ოსიმენსაც გაყიდის" - ფედელე

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-თან "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გულშემატკივრები მოატყუა. ფაბიო კანავაროს ყოფილი აგენტის მტკიცებით, 71 წლის კინორეჟისორი ზაფხულში გუნდის 2 ლიდერს - ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს, სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში აუცილებლად გაყიდის.

"კვარაცხელია და ოსიმენი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურებიან. ვაღიარებ, ზაფხულში მათ სანაცვლოდ 1 მილიონ ევროსაც კი არ გადავიხდიდი. ნიგერიელის პროგრესით გაოცებული ვარ. 

აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ზაფხულში მათ გაყიდვას არ გეგმავს, თუმცა პრეზიდენტი იტყუება. თუ სატრანსფერო
ფანჯარაზე მათ სანაცვლოდ სარფიანი შემოთავაზებები იქნება, "ნაპოლი" ორივე მოთამაშეს გაასხვისებს. თავისი ფასი ყველაფერს გააჩნია. კლუბმა სეზონის დაწყების წინ შესანიშნავად იმუშავა. ოსიმენი 120 მილიონის სანაცვლოდ აუცილებლად უნდა გაიყიდოს", - განაცხადა ფედელემ.

alt"ოსიმენმა, სპალეტიმ და დე ლაურენტისმა "ნაპოლი" უნდა დატოვონ" - ფედელე აგრძელებს

altფედელე: სპალეტიმ ზაფხულში "ნაპოლი" უნდა დატოვოს

alt"კვარაცხელია თავჩაქინდრული და ფერმკრთალია და ექიმთან წავიყვან" - ფედელეს ირონია თუ უკბილო ხუმრობა

მკითხველის კომენტარები / 16 /
ეგ კი არა თუ დაინტერესება წამოვიდა და მგონი იქნება არაბეღლთის შეიხებიდან თავად ნაპოლს გაყიდის ლაურენტისი.ბიზნესია ეს რა კვარა და ოსიმენი ანაღვლებთ გგონიათ? ცდებით.ამ სპორტის უკან უდიდესი მაფია და მაქინიაციებია განსაკუთრებით კი იტალიაში
გიორგი
11 თებერვალი 2023 10:06
0
რა თქმა უნდა გაყიდის.დღეს ფეხბურთი უფრო ბიზნესია და ტოტალიზატორის მაფია ვიდრე სპორტი.უბრალო აჟიოტაჟია რომ არ გაყიდის,რათქმა უნდა ამით ცდილობენ კიდევ მეტად ფასის აწევას და ამაზე კლუბის ათასობით თანამშრომელი მუშაობს როგორც კი კულმინაციას მიაღწევს ამა თუ იმ ფეხბურტელის ფასი გინდ კვარა იყოს გინდ ოსიმენი დაყფიქრებლად გაყიდიან
გიორგი
11 თებერვალი 2023 10:03
0
ოსიმენს იმხელა ფასი დაედო ღარიბი ნაპოლი ალბათ გაყიდის მაგრამ ხვიჩას გაყიდვა არ გვაწყობს რადგან სხვაგან,განსაკუთრებით ინგლისში რომ ჯერ ვერ გაქაჩოს? ჯობია 2 წელი კიდევ დარჩეს და მენტალურათ რომ მომაგრდება მერე გადავიდეს ტოპ კლუბში.მითუმეტეს ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინა აქვს.
ამაშია საქმე
10 თებერვალი 2023 13:07
6
არაფერი ფასი არ დადებია რელაურად შეფასებულია 70 მილიონად და კვარა 60 მილიონად გინდ ეხლა ლაურენტისმა იძახოს 120 და 200მილიონზე ნაკლებად არ გავყიდიო ,გაყიდის კი არა ცეკვასაც დაიწყებს
გიორგი
11 თებერვალი 2023 10:07
0
ფეხბურთი დღეს ბიზნესია და მერე სპორტი ამიტომ ყველა დაყველაფერი იყიდება გააჩნია ფასს. თუ 100 მილიონს გადაუხდიან რა თქმა უნდა გაყიდის იმიტომ რომ შემდეგ წლებში მისი ფასი ბევრად არ გაიზრდება და ეხლა აღებული თანხით რამდენიმე ახალბედას იყიდის რომელთაგან ერთერთი მაინ გაამართლებს.ნაპოლი ვერასოდეს გახდება ევროპული ფეხბურთის ფლაგმანი მან შეიძლება ორი-სამი წელი უმაღლეს დონეზე ითამაშოს მერე კი დაეწყება უკუ სვლა ამიტომ მის ძირითად საქმიანობად იქნება ახალგაზრდა ტალანტების მოძიება დაფრთიანება და სარფიანად გაყიდვა. ჩვენ რა მოგვწონს ან არ მოგვწონს ეგ არავის აინტერესებს.
w
10 თებერვალი 2023 11:17
1
ნამდივალდ ეგრეა.ლაურენტისი ნაპოლსაც კი გაყიდის თუ სარფიან ფასს შეთავაზებენ ეს ბიზმესია და სპორტი ნაკლებად.
გიორგი
11 თებერვალი 2023 10:09
0
ოსიმენს გაყიდის. დაამყარებს სატრანსფერო რეკორდს.
ხვიჩას წასვლა არ ეჩქარება. ნაპოლიში კარგად გრძნობს თავს.
ქ. გ.
10 თებერვალი 2023 09:22
1
ფიქრობ რომ ოსიმენი სატრანსფერო რეკორდს მოხსნის?
გიორგი
11 თებერვალი 2023 10:10
0
იქნებ გააჩუმონ …ბუზივით ბზუის უსაქმური ესა
ჯუბა
10 თებერვალი 2023 08:47
2
რას უშვება ასაკი ზოგიერთს, დასაბმელია .
baggio
10 თებერვალი 2023 07:39
1
არ გაყიდის,ფულს მათი დარჩენით უფრო იშოვის 1 ან 2 წლის მანძილზე. Ანუ ტიტულებს მოიგებენ და ასე გაზრდიან კლუბის შემოსავალს.
Რერო
10 თებერვალი 2023 07:28
1
რავა იკრიჭება ყველის ვაჭარივით.
გია პაპა
10 თებერვალი 2023 05:56
1
ეტყობა ანზორამ პლასტიკური გაიკეთა და ფედელა გახდა.დდდდდდ
ტტტ
09 თებერვალი 2023 23:52
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული