რონალდოს 4 გოლი საუდის არაბეთში - ისტორიული შეხვედრა პორტუგალიელისთვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ალ-ნასრი" "ალ-ვეჰდას" ესტუმრა და 4:0 დაამარცხა.

ოთხივე გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა.

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თავი 21-ე, მე-40, 53-ე და 61-ე წუთებზე გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა შიდა ჩემპიონატებში მე-500 გოლი გაიტანა.

"ალ-ნასრი" 16 თამაშის შემდეგ 37 ქულით გათამაშების ლიდერია, შემდეგ შეხვედრას 17 თებერვალს, "ალ-ტაავონთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მესის უფრო დიდ ფეხბურთელად ვთვლი, მაგრამ რონალდუს პატივს ვცემ. რონალდუს ვინც დასცინის თვითონ არის დასაცინი. დარწმუნებული ვარ რონალდუს 50 წლის ასაკამდე მაღალ დონეზე რომ ეთამაშა და 51 წლის ასაკში მოეკლო ეს ღლიცინა ხალხი მაინც დასცინებდა.
0
ალბათ 200 და 300 ლარი, რომ არ ქონია ჯიბეში ერთად ისეთი ადამიანები აკრიტიკებენ ლონალდოს რამის მილიარდიან ხელშერკრულებაზე. „ღმერთმა დალოცოს ისინი და და მე მეცოდებიან ისინი“.
გიზოგ
17:08 10-02-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული