"ფეხბურთი მალე კალათბურთს დაემსგავსება" - ფელიქსი VAR-ის სისტემაზე

AutoSharing Option
"ჩელსის" ახალწვეულმა ჟოაო ფელიქსმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ VAR-ის სისტემამ ფეხბურთს ძველი ხიბლი დაუკარგა. პორტუგალიელის თქმით, ფეხბურთი შეცდომებისგან შედგება და ეს სრულიად მისაღებია.

"VAR-ის სისტემის დანერგვის შემდეგ ფეხბურთში შეცდომების რაოდენობამ იკლო, თუმცა ფეხბურთი სწორედ ამისგან შედგება. მსაჯებს, ისევე, როგორც ფეხბურთელებს, შეცდომები დაშვება შეუძლიათ. სწორედ ეს არის ფეხბურთი.

თუ ასე გაგრძელდება, ფეხბურთი რამდენიმე წელიწადში კალათბურთს დაემსგავსება" - განაცხადა ფელიქსმა.

შეგახსენებთ, ჟოაო "ჩელსის" იჯარის წესით "ატლეტიკოდან" შეუერთდა. პორტუგალიელის დებიუტი პრემიერლიგაში არცთუ ისე წარმატებული გამოდგა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა "ფულემთან" მატჩში წითელი ბარათი მიიღო და
3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

altფელიქსი სადებიუტო მატჩში გააძევეს - "ფულჰემის" ფანები "ჩელსის" დასცინოდნენ [VIDEO]

altჟოაო ფელიქსი "ჩელსიში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული