"შესაძლოა, ჩემი ყოფილი მოვკლა... მისი შეყვარებული კი შემდეგია" - შაკირამ პიკესა და მის ახალ რჩეულს მორიგი ვიდეო მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მომღერალი შაკირა, რომელიც ქმარს - ფეხბურთელ ჟერარდ პიკეს, მას შემდეგ გაშორდა, რაც გაიგო, რომ პიკე მას წლების განმავლობაში ღალატობდა, მორიგ სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს.

შაკირა ახალ ვიდეოში, SZA-ს შესრულებით, Kill Bill-ის საუნდტრეკს მღერის და სასოწარკვეთილი დიასახლისის როლი აქვს მორგებული.

"შესაძლოა, ჩემი ყოფილი მოვკლა... მისი შეყვარებული კი შემდეგია - როგორ მოვედი აქამდე?" - ამბობს ვარსკვლავი და იმეორებს სიმღერის ტექსტს: "თუმცა ის ისევ მიყვარს..."

ვიდეო instagram-ზე ვრცელდება.

წყარო: Palitravideo

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ქალს ნაყვარება ეს გლახაკი
ვუ
22:28 10-01-2024
0
აქ ყველაზე ტრაგიკული ის არის რომ იატაკის ტილოთი წმინდავს ხალიჩას. :)
ლომი
19:40 16-02-2023
2

სიახლეები პოპულარული