"გავყიდე მოთამაშეები, რომლებსაც მოტივაცია აღარ გააჩნდათ" - დე ლაურენტისის ინტერვიუ

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა TNT Mexico-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

73 წლის კინორეჟისორის თქმით, მოთამაშეებმა, რომლებსაც წარმატების მისაღწევად საკმარისი მოტივაცია აღარ გააჩნდათ, გასულ ზაფხულს გუნდი დატოვეს.

"სიმართლე გითხრათ, სეზონის დაწყებამდე ვიცოდი, რომ შესანიშნავად ვიასპარეზებდით. შემადგენლობის ძირითადი ბირთვი დიდი ხნის განმავლობაში უცვლელი იყო, რაც ზოგიერთ მოთამაშეს დემოტივირებულს ხდიდა. ჩვენმა სკაუტებმა შესანიშნავად იმუშავეს და გამორჩეული ფეხბურთელებიც შევიძინეთ.

"ნაპოლის" ჰყავდა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც: ედინსონ კავანი, ეზეკიელ ლავეცი და გონსალო იგუაინი არიან, მათი ადგილი კი ვიქტორ ოსიმენმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, კიმ მინ ჯემ,
ზამბო ანგისამ და სხვა ფეხბურთელებმა დაიკავეს.

რაც შეეხება კონტრაქტების გახანგრძლივების საკითხს, ეს საუკეთესოდ მეხერხება. ასე რომ, ამაზე არ ინერვიულოთ (იცინის). თუმცა ზოგიერთ შემოთავაზებაზე უარის თქმა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ასეთ ძლიერ "ნაპოლის" კიდევ დიდხანს ვიხილავთ.

ლოსანო ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, რომ მასთან შეთანხმებას მივაღწევთ. მექსიკელს უამრავი გოლი გააქვს და ძალიან სწრაფია.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ფრანკფურტის "აინტრახტს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა, გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 16 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

alt"რა ღირს კვარაცხელია?" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორის კომენტარი

alt"მომავალ სეზონში "რეალში" ვიხილავთ" - კარაგერი "კვარაზე"

alt"ერთი გოლის გატანის შანსი კიდევ გვქონდა" - რა თქვა სპალეტიმ "აინტრახტთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 8 /
მექსიკელს უამრავი გოლი გააქვს?? 3 გოლი თუ უამრავია მთელს სეზონში კვარა ყველანაირ ზღვარს გაცდენილა მაშინ :)))
ალექს
14:23 22-02-2023
2
ჩვენც გვინდა ესეთი "რეჟისორი" )))
ნზ
13:08 22-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული