ქართველების "სლოვანი" "ბაზელის" პირისპირ - კონფერენს ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენს ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გურამ კაშიას, ჯაბა კანკავასა და გიორგი ჩაკვეტაძის "სლოვანი" შვეიცარიულ "ბაზელს" დაუპირისპირდება, ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის "ლეხი" კი შვედურ "იურგარდენს" შეხვდება, გთავაზობთ მერვედფინალურ წყვილებს:

აეკი - ვესტ ჰემი

ფიორენტინა - სივასპორი

ლაციო - ალკმაარი

ლეხი - იურგარდენი

ბაზელი - სლოვანი

შერიფი - ნიცა

ანდერლეხტი - ვილიარეალი

გენტი - ბაშაკშეჰირი 

1/8-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 9 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 16 მარტს შედგება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბაზელის ბარიერის დაძლევა შესაძლებელია მაგრამ მე პირადად ის უფრო მაწუხებს რომ ჩაკვეს 30 მატჩია გოლი არ გაუტანია არცერთ ტურნირზე პლიუს არც ნაკრებში უთამაშია მნიშვნელოვან შეხვედრებში არადა რეალურად ზუსტად ეს 6 თვიანი ფანჯარა აქვს ზაფხულამდე რომ რაღაცაა გააკეთოს და კვავ ათამაშედეს მაღალ დონეზე ნამდვილად მომატებული აქვს შედარებაც არ არის იმასთან რაც იყო ჰამბურგში და გენტში შარშან და შარშან წინ სლოანში გაცილებით უკეთესია აქვს სათამაშო პრაქტიკა და ძირითადის ფეხბურთელიაა მაგრამ ეს თამაში ნამდვილად არ არის იმ დონის და იმ ხარისხის თამაში და არც ის შედეგი აქვს რომ რომელიმე კარგმა ევროპულმა კლუბმა ჩაკვე წაიყვანოს თავისთან ასე რომ ეს პერიოდი რაც დარჩა სლოანში და ეს ევროტურნირები უნდა გამოყენოს მაქსიმალურად თორე მომვალ წელს ისევ გენტში დაბრუნება მის კარიერაში დიდად არაფერს შეცვლის და არც იმის გარანტია არ ექნება რომ გენტშიც ისევე იქნება ძირითადის ფეხბურთელი როგორც ახლა სლოანშია ნაკრებიში და კლუბში ზაფხულამდე უნდა დადოს მაქსიმუმი რომ მოხვდეს რომელიმე კარგ კლუბში
goga
22:44 24-02-2023
3
ამ შემთხვევაში სლოანს გაუმართლა რადგან ბაზელი ნამდვილად აღარ არის დღეს დღეობით ის ბაზელი რაც წარსულში იყო და მისი ბარიერის დაძლევა სავსებით შესაძლებელია ფიორენტინას ლაციოს ვესტ ჰემის ნიცას და ვილიარეალის მაგივრად ბაზელს რომ ეთამაშები გაცილებით მეტი შანსი გაქვს რომ გახვიდე მეოთხეთ ფინალში წარმატებები.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული