Sportschau-ს ცნობით, გერმანიის ფეხბურთის კავშირი თავისი ქვეყნის ნაკრების უკრაინის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩის ჩატარებას გეგმავს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ივნისში გერმანიის ნაკრები სამ შეხვედრას გამართავს და პირველი მის ისტორიაში მე-1000 იქნება. უკრაინის მასპინძლობას გელზენკირხენში აპირებენ.
გერმანია უკრაინას რვაჯერ შეხვდა - ხუთჯერ გაიმარჯვა და სამჯერ დაუზავდა.