"ნაპოლის" ხერხემალს ახლა უჭირს - ლობოტკას შურისძიება ექსკლუბზე და სკანდალში გახვეული ყოფილი მეუღლე

AutoSharing Option
2022-23 წლების სეზონში, როცა "ნაპოლიმ" 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტო მოიპოვა, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელები უკეთ გაგაცანით. კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც სტანისლავ ლობოტკაზე მოვამზადეთ. სლოვკი გასულ სეზონში შეუდარებელი იყო, ახლა კი მასაც და გუნდსაც სირთულეები აქვთ...

"ნაპოლის" შესახებ ახლა მთელი საფეხბურთო ევროპა საუბრობს. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივაა. თანამედროვე სამყაროშიც კი, როცა ყველაფრის გაცნობა მარტივადაა შესაძლებელი, ბევრს უკვირს, "კვარას" შესახებ აქამდე რატომ არ იცოდნენ. ჩვენებურს მშვიდი პირადი ცხოვრება აქვს და ქართველ გარემარბს ხასიათის  გამოც ძალიან აფასებენ... დიდია გუნდში ვიქტორ ოსიმენის
როლიც, სამხრეთკორეელი მცველი კიმ მინ ჯეც უმნიშვნელოვანესი შენაძენია, თუმცა ამ გუნდს ჰყავს სტანისლავ ლობოტკა, რომელიც უბრალოდ, შეუცვლელი და უალტერნატივოა.

რა თქმა უნდა, იმ აზრს არსებობის უფლება აქვს, რომ გულშემატკივრები შემტევების მიმართ მეტ სიყვარულს გამოხატავენ, რადგან დრიბლინგი თუ ლამაზი გოლი ძალიან კარგი საცქერია, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში საყრდენი ნახევარმცველების როლი და მნიშვნელობა გაზრდილია.

ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვა, კარგია, როცა გოლები გვიხარია, თუმცა ბურთის მოპოვებაში ნახევარმცველების როლი არ უნდა დავივიწყოთო. სტანისლავ ლობოტკას თითქოს ყველაფერი შეუძლია - ბურთის მოწინააღმდეგისთვის ართმევა, ძალიან ელეგანტური და სწრაფი დატრიალება, შეტევების წამოწყება, ყველაფრის სწორად გადანაწილება. რაც მთავარია, ის ამას სხეულის საოცარი კოორდინაციით ახერხებს. 28 წლის სლოვაკისთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს - ის თანაგუნდელების მიერ დაკარგულ ნებისმიერ ბურთს მოიპოვებს და მას ისევ შეტევაში დააბრუნებს.

Sportall.Ge

ლობოტკას საოცარი პროგრესი

ამ სეზონის დროს ბევრს ეგონა, რომ 68 ნომრით მოასპარეზე სლოვაკი გუნდის ახალწვეული იყო. ყველაფერი ეს იმან გამოიწვია, რომ სტანისლავი, რომელიც გუნდში მეოთხე სეზონს ატარებს, აქამდე სათადარიგოსა თუ უმნიშვნელო მოთამაშის სტატუსს ატარებდა. წარმოიდგინეთ, ფეხბურთელმა, რომელიც ახლა შეუცვლელია და მზადაა, მთელი სეზონის განმავლობაში ერთი ამოსუნთქვით იასპარეზოს, 2 წლის წინ დღევანდელ გუნდში სულ 16 შეხვედრაში ითამაშა და ყველა შემთხვევაში ცვლილებაზე შემოვიდა.

რა თქმა უნდა, "ნაპოლის" ახლანდელ შედეგებში "კვარადონას" დამსახურება დიდია, თუმცა ლობოტკა ისეთ ფორმაშია, ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება რომ შეუძლია.

მთავარ გუნდზე უარი

ლობოტკას საფეხბურთო კარიერა სლოვაკურ "ტრენჩინში" დაიწყო (აქ გიორგი ბერიძესაც უთამაშია). ის აქვე დაიბადა, 1994 წლის 25 ნოემბერს და ადგილობრივ დონეზე ყველაფრის მოგება (ფორტუნა ლიგა, ქვეყნის თასი) მოახერხა.

სტანისლავი იჯარით ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა. მას ძირითად გუნდში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს. მხოლოდ დუბლებში თამაშის გამო სლოვაკი იმედგაცრუებას მაინც არ მოუცავს. გავა ხანი და ის ამსტერდამელთა წინააღმდეგ ძალიან მაგრად ითამაშებს. კარგად გემახსოვრებათ, ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ნაპოლიმ" "აიაქსს" ორი მატჩის ჯამში 10:3 მოუგო. ეს ის "აიაქსია", კვარაცხელიას შეძენა რომ ვერ გარისკა. ასე რომ, რევანში შედგა.

Sportall.Ge

სხვა გზით წასვლა

ლობოტკა ისევ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა და ახალი თავგადასავლის ძიება დაიწყო. ბევრი არჩევანი არ ჰქონია და დანიურ "ნორდესლანდს" შეუერთდა. აქ 2015-16 წლებში 62 მატჩი ჩაატარა და ჩემპიონატის საუკეთესოს წოდებაც დაიმსახურა. მოულოდნელად, ესპანური ვარიანტი გამოჩნდა და ლობოტკამ ვიგოს "სელტაში" 3 წელი გაატარა. ის აქ შეუმჩნეველი ფიგურა ნამდვილად არ ყოფილა.

ყველაფერს ნეაპოლური კარიერა მოჰყვა, სადაც მოქნილი და დაუღლელი ნახევარმცველი ეტაპობრივად პროგრესირებს, მიმდინარე სეზონში კი შეუდარებელია და ნანატრ სკუდეტოსაც ძალიან მიუახლოვდა. მას იტალიის თასის ტიტული უკვე აქვს.

ცოტა საუბარი ოჯახზე

იტალიაში ცნობილია, რომ სტანისლავის მშობლებს ჩრდილში ყოფნა ურჩევნიათ, უარს ამბობენ ინტერვიუებზე და ყურადღების ცენტრში მოქცევას ერიდებიან. 

ჟურნალისტებთან ურთიერთობა არც "ლობოს" უყვარს. ფეხბურთელს არასდროს უსაუბრია საკუთარ განათლებაზე, დამოკიდებულებაზე, არც ძმების შესახებ ამბობს რამეს.

როგორც ჩანს, ლობოტკების ოჯახს საკუთარი საქმის მშვიდად გაკეთება სიამოვნებს.

სკანდალი ნაკრებში

"ნაპოლის" ნახევარმცველი სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, 2016 წლის 15 ნოემბერს კი მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა. სლოვაკეთის ნაკრები ახლა საკმაოდ სუსტი გუნდია, თუმცა ცოტა ხნის წინ ასე არ იყო. ისტორიული შედეგები მსოფლიო ჩემპიონატზეც ჰქონდათ, როცა იტალიას აჯობეს და ჯგუფიდან გავიდნენ, ლობოტკა კი იმ გუნდის ნაწილი იყო, რომელიც ასევე ისტორიულ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ნეაპოლელს სანაკრებო სკანდალიც უკავშირდება. მთავარმა მწვრთნელმა კოზაკმა 7 ფეხბურთელი ამხილა, თამაშის წინა საღამოს ღამის კლუბში გაერთნენო და ერთ-ერთი სწორედ სტანისლავი იყო. მან ბოდიში მოიხადა და ეს ინციდენტი ამით ამოიწურა.

Sportall.Ge

ექსცოლი სკანდალში და ურთიერთობა "მის სლოვაკეთთან"

ლობოტკას უკვე ყოფილი მეუღლე მისი თანამემალულე, მომღერალი დანიელა ნიზლოვა იყო, რომელთანაც მას ქალიშვილი ჰყავს. ნიზლოვამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ნეაპოლი სისუფთავის მხრივ სანიმუშო ქალაქი არაა, რამაც გულშემატკივრები გააბრაზა და სკანდალი გამოიწვია. მომღერალს შემდეგ განმარტება მოუწია, რომ ეს ქალაქი ძალიან უყვარს, უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, 21-ე საუკუნეში ნაგავი მაგისტრალზე როგორ უნდა დაყარონ.

Sportall.Ge

დაახლოებით ერთი წელია, რაც ჩვენი წერილის გმირი მეუღლეს დაშორდა. უკვე წერენ, რომ ნახევარმცელს ახალი მეგობარი გოგო ჰყავს. კრისტინა შულოვა "მის სლოვაკეთი" გახდა, "მის სამყაროს" კონკურსზე კი მესამე ადგილი დაიკავა. მისი ოჯახის წევრები ფეხბურთს თამაშობდნენ. "მე კარგად ვიცი ფეხბურთის წესები, ოფსაიდის ამოცნობაც კი მეხერხება, რაც ბევრს უჭირს" - ამბობს სტანისლავის ახალი გოგონა. წერენ, რომ ის მანამდე მარეკ ჰლინკას ხვდებოდა, რომელსაც ცოტა ხნით ქუთაისის "ტორპედოშიც" უთამაშია.

სტანისლავ ლობოტკამ ასეთივე თამაში უნდა განაგრძოს და "ნაპოლი" სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდება - მთავარი ახლა სწორედ ესაა!..

alt"კვარა" და სპალეტი თვითკმაყოფილების გარეშე - "ნაპოლის" სუსტი რგოლი და გაძლიერების რესურსი

alt"ნაპოლი" დაფრინავს და რეკორდებს ხსნის - 4 მნიშვნელოვანი ამბავი გუშინდელი მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 21 /
მეც არ მიკვირდა რატო არ თამაშობს შარშანდელივეთ მეთქი, ამასაც ახალი ცოლი არ მოუყვანია თურმე.
მაცი ხვიტია
04 იანვარი 2024 15:31
4
მე ვინც არ მომწონდა, ყველა ნაპოლიდან ან უკვე წავიდა, ან მალე წავა. აურელიო არც ისეთი სულელია, ზოგიერთებს რომ გგონიათ. ახალ გუნდს ხვიჩას გარშემო აშენებს.
ქ. გ.
04 იანვარი 2024 11:22
18
1. კიმი დრიბლიორებს ვერ აჩერებს. სხეულის კოორდინაცია არ უვარგა.
2. ოსიმენი 10 მილიონის მიღებას ვერ მოასწრებს. აურელიო მას ამ თვეში გაყიდის.
3. ხვიჩას ანაზღაურება მარტში გაიზრდება მნიშვნელოვნად.
ქ. გ.
04 იანვარი 2024 15:31
2
კიმი, რატომ არ მოგწონდათ?
აურელიო სულელი არა, მაგრამ მაგარი ჟმოტია--გასული წლის ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ოსიმენზე 10-ჯერ ნაკლებ ხელფასს არ უნდა იღებდეს.
ფერნანდო
04 იანვარი 2024 14:59
4
საფეხბურთო სკოლებში ნორჩ ფეხბურთელებს უნდა წაუკითხონ ლექციების კურსი: "უტვინო მეტიკტოკე და გარყვნილი ჭინკა ცოლად კი არა, დამლაგებლადაც კი არ უნდა მოიყვანო სახლში! და არაკეთილსინდისიერ აგენტს არც ერთ კონტრაქტზე ხელი არ მოუწერო!"
ქ. გ.
04 იანვარი 2024 11:18
2
არ დაგეკარგოთ ევროპული ოჯახის ტრადიცია...რამდენ ცოლს და რამდენ ქმარს იცვლით ცხოვრების მანძილზე აზრზეც არ ხართ...და მაგას ეძახით სიყვარულს?!...არც სიყვარულით ხართ ერთმანეთთან და საერთოდ მერყევი მენტალობის ხალხი ხართ ვინც მაგ წესით ცხოვრობთ...
Simartle
05 მარტი 2023 09:21
9
საქარველოში ხო სულ ჯაჭვებით არიან გადაბმული აბა გაიხსენეთ რამდენ ცნობად სახეებს ყავს მესამე და მეხუთე ცოლები, სასაცილოა პიდაპირ.
მალხაზ ჯობავა
04 იანვარი 2024 15:27
1
simartle-ს
არ გამოგდით ( თუნდაც ამ შემთხვევაში) რუსების გაღმერთება.მათზე მორალურად და ინტელექტუალურად დავარდნილი ეროვნება არ არსებობს მსოფლიოში. ყველაზე გახრწნილი და უთავმოყვარეო ხალხი, თანაც "დიდი ბელადების" და "ცარების" მოყვარული.
ვაუ თქვენს პატრონს,რუსეთუმეებო
Walter White
04 იანვარი 2024 13:54
6
ყველა გამოხმაურება
სკაუტები უნდა ეწეროს,ჩემი ბრალი არ არის.
კახა ქ.
28 თებერვალი 2023 08:27
1
ჩემის აზრით ნაპოლიში ეხლა ყველაზე სუსტი რგოლია რუი და ზელენსკი.აი ცალკე თემაა კიმი.მე მგონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ცენტრალური მცველია.სერი ა-ს სტატისტიკა იყო მოცემული და გაცგიჟდი ისეთი მაჩვენებლები ქონდა.80%ამის სასარგებლოდ მთავრდება მეტოქესთან ტედ ნა ტედ ბრძოლა, 70% აქვს სიზუსტე გრძელ პასს რომ აკეთებს მცველი წინ,3-4 ადგილებს იყოფს საჰაერო ბრძოლებში და ა.შ.არადა ეგეც რა იაფად დაითრიეს ბეშიქთაშიდან.მაგარი საიტები ყავს ნაპოლის ძაან.(დინამო თბ-სას. გავს)
კახა ქ.
28 თებერვალი 2023 08:25
1
ტედ ნა ტედ?! :)))
მარიო რუისაც ძალიან ტყუილად 'ვერ ხედავს' ხალხი.
მანველა
28 თებერვალი 2023 12:00
1
Ise ra damtxvevaa iqet argentina aqet napoli,gundebs maradonas mere araferi qondat mogebuli da uceb...chemi azrit aqac Diegos xeli urevia amjerad zevidaan...
Givi
27 თებერვალი 2023 22:57
1
ამ სტატიაში მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით დავადასტურო - ნეაპოლი ( და კიდევ პალერმო) სიბინძურის მაგალითია მსოფლიოში.საერთოდ , სამხრეთ იტალია, არის იტალიის პრობლემა. აქ ცხოვრობს ხალხი მე-19 საუკუნეში ( თავისი მაფიოზობით და ზარმაცი მენტალიტეტით).ისე კვარა კარგად უნდა გრძნობდეს თავს მანდ, ძალიან ჰგავს საქართველოს.
თემო
27 თებერვალი 2023 22:43
6
ზელენსკი სპალეტის ჩანაფიქრით "ფანტაზისტოა", რასაც ბოლო დროს ნაპოლის დონეზე ვერ ასრულებს. ან უნდა მონახონ ვინმე, ან კვარაცხელიას უნდა გაუფართოონ მოქმედების არეალი.
თემო
27 თებერვალი 2023 19:13
6
რას ქვია ანგისას უჭირს და ზილენსკის ფსიქოლოგიურად უჭირს.აბა ყველა გუნდის ნახევარდაცვებს როგორ ანგრევენ?შეეშვით ჭკვიანის პოზის დაჭერას.
ჯიჯი
27 თებერვალი 2023 14:43
8

სიახლეები პოპულარული