"ნაპოლი" დაფრინავს და რეკორდებს ხსნის - 4 მნიშვნელოვანი ამბავი გუშინდელი მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს და რეკორდებს ხსნის. მოგეხსენებათ, გუშინ სერია A-ს 24-ე ტურში "პარტენოპეიმ" გასვლაზე "ემპოლი" 2:0 დაამარცხა.

გთავაზობთ 4 მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც გუშინდელი მატჩის შემდეგ დაფიქსირდა:

1) "ნაპოლიმ" სერია A-ში პირადი რეკორდი დაამყარა. კლუბს 24 ტურის შემდეგ 21 შეხვედრაში არასდროს უმარჯვია. აქამდე 24 ტურის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებლი მაურისიო სარის "პარტენოპეის" ჰქონდა დაფიქსირებული, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა 2017/18-წლების სეზონში 20-ჯერ იმარჯვა. 

2) ტოპ 10 ლიგაში გასვლაზე ყველაზე მეტი შეხვედრა "ნაპოლისა" და "სელტიკს" (11) აქვთ მოგებული.

3) იანვრის შემდეგ
გასვლით მატჩებში სპალეტის გუნდს უკვე 6 შეხვედრაა გოლი არ გაუშვია. ტოპ 5 ლიგაში მსგავსი მაჩვენებლი აქვთ დაფიქსირებული "ბარსელონასა" და "ნანტს".

4) "ინტერისა" და "იუვენტუსის" შემდეგ "ნაპოლი" პირველი გუნდი გახდა, რომლის მეტოქემაც სერია A-ში გასვლით მატჩებში ზედიზედ 5 შეხვედრაში ბურთი ვერ გაუტანა.

altოსიმენმა "ემპოლის" კარში გატანილი გოლით 130 000 ევრო გამოიმუშავა

altორივე გოლი ხვიჩამ შექმნა - კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
ეს ვნახე და მგონი ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის საინტერესო იქნება. სტატისტიკაც ბევრია. https://www.youtube.com/watch?v=TJrpnT9GGmg
aburjga
09:09 27-02-2023
0
ეტყობა ეს ხალხი არ უყურებს ფეხბურთს.მსოფლიოს ყველა სტადიონზე მიღებულია და დადიან თუ ლეგიონერი თამაშობს იმ ქვეყნის დროშით,საიდანაცაა ის ფეხბურთელი.(ზოგი თანამემამულე იმ ქვეყანაში მცხოვრები,ზოგიც ადგილობრივი,თუ ევასება,ამით კლუბს არაფერი არ აკლდება,ისედაც ბევრია მათი დროშები,კლუბის.პირიქით მრავალფეროვნებას მატებს.რაც შეეხება ბაპოლის,ნაპოლის, კორეის დროშა არ გინახიათ,კორეელუ გულშემატკივრების ხელში.
კახა ქ.
05:51 27-02-2023
1

სიახლეები პოპულარული