დე ლაურენტისმა "ნაპოლის" შესახებ საინტერესო წინადადება მიიღო - "პარტენოპეის" შეძენა ამერიკელებს სურთ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მფლობელ აურელიო დე ლაურენტისს ამერიკულმა კომპანიამ კლუბის სანაცვლოდ 1 მილიარდი ევრო შესთავაზა. ამის შესახებ RAI-ს ჟურნალისტი ჩირო ვენერატო იტყობინება.

წყაროს ცნობით, 71 წლის კინორეჟისორმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა, თუმცა "პარტენოპეის" გაყიდვას არ გამორიცხავს.

"დე ლაურენტისს სჯერა, რომ "ნაპოლი" უფრო მეტი ღირს. რამდენს ითხოვს აურელიო? შევიტყვე, რომ იგი 1.5 მილიარდი ევროს მიღების შემთხვევაში, წინადადებას დათანხმდება" - განაცხადა ვენერატომ.

შეგახსენებთ, იტალიელმა რეჟისორმა "ნაპოლი" 2004 წელს შეიძინა. მაშინ "პარტენოპეი" იტალიის რანგით მე-3 ლიგაში ასპარეზობდა.

alt"კვარაცხელიას და ოსიმენის გასხვისება?" - დე ლაურენტისი უკვე

სხვანაირად ალაპარაკდა

alt"გავყიდე მოთამაშეები, რომლებსაც მოტივაცია აღარ გააჩნდათ" - დე ლაურენტისის ინტერვიუ

altდე ლაურენტისი: კვარაცხელიას შეძენა 18 წლის ასაკშიც გვსურდა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვფიქრობ, დე ლაურენტისმა, მთელი გუნდი რომ გაყიდოს, ნეაპოლელებს ცოცხალი ვერ გადაურჩება. დაიმახსოვრეთ, ასე იქნება.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
19:37 01-03-2023
1
არა რა ნაპოლისგრანდად გადაქცევის გეგმა არ აქვთ ლაურენტესებს თუმცა თუ ჩეპოინი გახადა ისტორიაში მაინც გმირად დარჩება მომავალ ჩემპიონობამდე .
vova
18:29 01-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული