88 მილიონი ევრო სეზონში - მესი ზაფხულში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება?

AutoSharing Option
ჟურნალისტი ჟოან ფონტესი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საუდის არაბეთის კლუბ "ალ-იტიჰადის" მფლობელი ამ ზაფხულს ლიონელ მესის ხელში ჩაგდებას შეეცდება.

როგორც ზემოთ აღნიშნული პიროვნება წერს, არაბული კლუბი მზადაა, მესის 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და ხელფასის სახით სეზონში 88 მილიონი ევრო გადაუხადოს, რითიც არგენტინელი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ იქცევა.

მოგეხსენებათ, ლეოს პსჟ-სთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და ის თავისუფალი აგენტი გახდება. რაც შეეხება "ალ-იტიჰადს", გუნდი საუდის არაბეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფება და კრიშტიანო რონალდოს "ალ-ნასრის" მთავარი კონკურენტია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ იქნება ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი როცა რონალდუ 200 მილიონს იღებს წელიწადში?!
ალიკა
09:03 02-03-2023
0

სიახლეები პოპულარული