როგორც ზემოთ აღნიშნული პიროვნება წერს, არაბული კლუბი მზადაა, მესის 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და ხელფასის სახით სეზონში 88 მილიონი ევრო გადაუხადოს, რითიც არგენტინელი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ იქცევა.
მოგეხსენებათ, ლეოს პსჟ-სთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და ის თავისუფალი აგენტი გახდება. რაც შეეხება "ალ-იტიჰადს", გუნდი საუდის არაბეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფება და კრიშტიანო რონალდოს "ალ-ნასრის" მთავარი კონკურენტია.