"გასახდელში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ" - რა თქვა ჟელინსკიმ

AutoSharing Option
გუშინ, 3 მარტს სერია A-ს 25-ე ტურში "ნაპოლი" "ლაციოსთან" 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" ნახევარმცველმა პიოტრ ჟელინსკიმ DAZN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედავად დედაქალაქელებთან მარცხისა, გუნდმა დადებითი განწყბობა უნდა შეინარჩუნოს.

"პირველ ტაიმში მეტოქის კართან ახლოს ბურთის მიღება რამდენჯერმე შემეძლო, მეორე ნახევარში უკეთესად ვითამაშე. "ლაციომ" შესანიშნავად ითამაშა, ჩვენ კი ნაკლებად თანმიმდევრულები ვიყავით, რის გამოც დავისაჯეთ. მიუხედავად ამისა, პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ.

გასახდელში ამაზე ვისაუბრეთ და ყველანი შევთანხმდით, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უბრალოდ ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ და კონცენტრირებულები ვიყოთ.

"ლაციოს" გასახდელში შევედი,
ბიჭებს გამარჯვება მივულოცე" - განაცხადა ჟელინსკიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 65 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 11 მარტს "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს.

"ლაციო" 48 ქულით გათამაშებაში მე-2 ადგილზეა, რომაელები 7 მარტს ევროპა ლიგაზე "ალკმაარს" უმასპინძლებენ.

altნეაპოლში კვარაცხელიას თამაშის სანახავად ჩასული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

altხვიჩამ თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო

alt"ნაპოლი" სახლში "ლაციოსთან" დამარცხდა და შეწყდა მისი 7-მატჩიანი მოგებათა სერია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
მერედა გამარჯვება რო მიულოცე, ვისი ბრალი იყო დამარცხება? მიგეცათ შენ და კიდე ერთი ორს, ასპოცენტიანი გასატანი პასი ხვიჩასთვის და თქვენ მოგილოცავდნენ გამარჯვებას. არა არ ვარგა ბაბაია შურიანობა არც სპორტში და არც ცხოვრებაში.
მალხაზ ჯობავა
12:06 04-03-2023
2
ეს მაგარი შურიანი და ეგოისტი ტიპია
Rezi
14:19 04-03-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული