"პსჟ-სთან მის შესაძლო ტრანსფერზე სასაუბროდ შეხვედრა უკვე შედგა" - რა არის დე ლაურენტისის საზაფხულო გეგმა

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ნაპოლის" ვარსკვლავი ვიქტორ ოსიმენი გუნდს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჩირო ვენერატო ავრცელებს.

მისი თქმით, აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელ ფორვარდს 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

"აურელიო დე ლაურენტისის მიზანს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ოსიმენის გაყიდვა წარმოადგენს. მისი და რაფაელ ლეოას შეძენა ბევრ გრანდს სურს. ფეხბურთელის თაობაზე "ნაპოლისა" და პსჟ-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. ნიგერიელით ასევე პრემიერლიგის გრანდები - "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან. დე ლაურენტისი ვიქტორის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს" - წერს RAI-ს
ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 24 მატჩი გამართა, თავი კი 21 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altოსიმენის მანქანამ "ნაპოლის" ქომაგები აღაფრთოვანა - რომელი ავტომობილით გაადგილდება ნიგერიელი [VIDEO]

altCalciomercato: დე ლაურენტისმა ოსიმენის სატრანსფერო თანხა დაასახელა

alt"იმობილე და კავანი მასზე უკეთესები არიან" - ფედელემ ოსიმენი გააკრიტიკა

altნეაპოლში შეგიძლიათ ორიგინალური ტორტი "ოსიმენი" დააგემოვნოთ

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს სულ ამის კისერზე უნდა იყოს ჩამოკონწიალებული???
ინკვიზიტორი
20:12 06-03-2023
8
დღეს უძლიერესია მსოგლიოში,მაგრამ 150 მილიობი რა ამბავია.ვისურვებდი მომავალი წლის ამ დროს მსგავსი შემოთავაზებები ყოფილიყოს ჩვენ ხვიჩაზე.
ამაშია საქმე
14:56 06-03-2023
4

სიახლეები პოპულარული