"ნაპოლი" მიმდინარე სეზონში ასეთი მძლავრი და წარმატებული რომ არის, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორად განხორციელებული ტრანსფერებია. გუნდი ლიდერებმა დატოვეს, მათ ნაცვლად კი თანამედროვე ფეხბურთისთვის საკმაოდ მცირე თანხებით ისეთი მოთამაშეები შეიძინეს,
როგორ შეცვალეს კულიბალი?
უკანასკნელ წლებში ნეაპოლელთა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ძალა და ლიდერი სენეგალელი ცენტრალური მცველი კალიდუ კულიბალი იყო. ის ლონდონის "ჩელსიმ" 38 მილიონ ევროდ შეიძინა. 31 წლის მცველი იტალიის ჩემპიონატში 2013 წლიდან გამოდიოდა. თავის დროზე ნეაპოლელებმა ის 7.75 მილიონად გადაიბირეს და წლების განმავლობაში გუნდის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებდა. მისი შეცვლა იოლი არ იქნებოდა. კლუბის ხელმძღვანელობა ნაკლებად გარეკლამებული უკანახაზელის მიმართულებით წავიდა, რომელიც ღირებულებითაც დააკმაყოფილებდათ. მათ თურქულ "ფენერბაჰჩეს" 18 მილიონი გადაუხადეს და სწამდათ, კიმის ტრანსფერი გაამართლებდა.
სწრაფი ადაპტირება
კიმი უკვე 26 წლისაა და ერთი შეხედვით, საკლუბო პროგრესი მოუგვიანდა, თუმცა მისი ევროპულ ფეხბურთთან სწრაფი ადაპტირება აღსანიშნავია. სამხრეთკორეელმა თურქეთში სულ ერთი სეზონი გაატარა, თუმცა იმდენად დამაჯერებელი იყო, ნეაპოლელთა ინტერესი მაშინვე დაიმსახურა. დიდებული იყო მინ ჯეს აპენინური სტარტიც. თუკი აგვისტოს თვეში ჩემპიონატის საუკეთესოდ "კვარა" აღიარეს, სექტემბერში ეს პატივი კიმს ხვდა წილად. მას მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის შემდეგ გარკვეული ჩავარდნები ჰქონდა, რასაც კოსოვოელი მეწყვილის, ამირ რაჰმანის ტრავმაც დაერთო, თუმცა ახლა მათ სტაბილური დუეტი აღადგინეს.
კორეელს რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი ჰქონდა, "მილანთან" დაპირისპირების დროს კამერებმა მის მიმართ თვით პაოლო მალდინის აღფრთოვანება დააფიქსირეს. კიმი მხოლოდ დაცვაში საიმედო და თამაშის კარგად წამკითხველი არაა, მას შეტევაში ჩართვა და რეიდის მოწყობაც კი შეუძლია - ორი გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს, თამაში კი, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ცენტრალურ მცველად შეუძლია.
რა იყო ევროპამდე?
ევროპული შეთავაზებები კვლავ არ ჩანდა, თუმცა ფეხბურთელმა ქვეყნის შეცვლა გადაწყვიტა და ჩინეთში გადაბარგდა. ის "გუანში" 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა.
ჩვენი წერილის გმირს ეროვნულ ნაკრებში 2017 წლის შემდეგ იწვევენ, რა დროშიც 3 გოლი გაიტანა, მანამდე კი ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო. 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთკორეელთა ძირითადი შემადგენლობის ოთხივე მცველი კიმი იყო. მათ საკმაოდ ბევრი შეძლეს და ჯგუფური ეტაპი დაძლიეს. თუმცა ეს საუკეთესო შედეგი არ ყოფილა - მოგეხსენებათ, საშინაო მუნდიალზე (2002 წელს) ეს ქვეყანა ნახევარფინალში გავიდა.
ოჯახი
კიმი და ანი (Ahn) საკმაოდ დიდი ხანია, რაც ერთად ცხოვრობენ, თუმცა ქორწილი 2020 წელს გადაიხადეს. მათ ახლა პატარა ვაჟი ჰყავთ. თუკი მინ ჯე სოციალურ ქსელებში აქტიურობით ნაკლებად გამოირჩევა, მისი მეუღლისგან გაცილებით მეტს ვიგებთ, "ინსტაგრამზე" საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს და ოჯახურ ფოტოებსაც გვთავაზობს. წყვილის იდილიას კადრებითაც იოლად შეიცნობთ.
კიმ მინ ჯეს გუნდი მონატრებულ სკუდეტოსთან ძალიან ახლოსაა და ეს კორეელისთვისაც ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება.
"ნაპოლის" ხერხემალს ახლა უჭირს - ლობოტკას შურისძიება ექსკლუბზე და სკანდალში გახვეული ყოფილი მეუღლე