"ვიღაც სლუცკი არავინაა და ბურთი არ უნახავს" - მოსტოვოი აღშფოთებულია

AutoSharing Option
"სელტასა" და რუსეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ალეკსანდრ მოსტოვოის "რუბინის" ექსმწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარება.

"რას მივეჯაჭვეთ ამ სლუცკის? ვინ თვლის XXI საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად? - მხოლოდ ისინი, ვისაც ფეხბურთი არ უთამაშია. ვისაც უთამაშია, ასე არ მიიჩნევს. ჩემთვის საერთოდ სულერთია, რას ლაპარაკობს სლუცკი, რადგან ჩემთვის არავინაა. ჩვენს ფეხბურთში არავინაა.

დაე, მატჩებზე კომენტარები გააკეთოს. მას ხომ ფეხბურთი კარგად ესმის, თამაში კი არ იცის. წიგნები წაიკითხეს, შემდეგ კი ფეხბურთი ესმით. სასაცილო საყურებელია. თუ იქ მოსტოვოი მიდის, ყველა კრიტიკას იწყებს. სამაგიეროდ, ვიღაც სლუცკი
გვყავს, რომელსაც ბურთი არასოდეს არ უნახავს და აკენწვლა არ შეუძლია.

სლუცკი ახლა ესპანეთის ჩემპიონატზე მატჩების ტელეკომენტატორია. როგორ შეიძლება აქამდე მივიდეთ? რამდენი თამაშობდა ესპანეთში, ინგლისში, გერმანიაში, არავის არ უხმობენ, ხოლო სლუცკის უხმობენ. ეს ნონსენსია.

ეს იგივეა, მე რომ "გინეკოლოგთა ფორუმის" პროგრამაში მიმიპატიჟონ, ტრავმატოლოგიის ან სტომატოლოგიის, - ციტირებს მოსტოვოის Legalbet-ი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მოსტოვოის არ გაუგია რომ "ერბო-კვერცხის გემო რომ იცოდე არ არის აუცილებელი ქათამივით კვერცხები დადო" :))
საბა
23:51 07-03-2023
1
საინტერესოა შური ალაპარაკებს თუ ბოღმა ხიდოვიჩს:)
შავი კაცი
23:00 07-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული