"მეკარეს ფეხით თამაში უნდა შეეძლოს, მას ხასიათიც არ გააჩნია" - ფედელემ ამჯერად მერეტს შეუტია

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში "ნაპოლის" მეკარის ალექს მერეტის შესახებ ისაუბრა.

ფედელეს თქმით, მას იტალიელი კარის დარაჯი არ მოსწონს, რადგან ფიქრობს, რომ მერეტს ხასიათი არ გააჩნია.

"არ მომწონს მერეტი, რადგან ხასიათი არ გააჩნია, მეკარე ბურთს კარგად უნდა ფლობდეს და ზოგჯერ გამთამაშებლის ფუნქციასაც ითავსებდეს, მცველებს მითითებებს აძლევდეს, ალექსს კი ეს არ შეუძლია.

ჩემთვის სერია A-ს საუკეთესო მეკარე მაიკ მენიოა (მილანი) , გამორჩეულია ანდრე ონანაც (ინტერი), მათ შემდეგ კი უკვე მერეტი მოდის" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, ალექს მერეტი "ნაპოლის" 2018 წელს "უდინეზედან" 35 მილინიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, 25 წლის გოლკიპერს "პარტენოპეის" რიგებში ჯამში 89 მატჩი აქვს ჩატარებული.

alt"პირლოს "იუვენტუსი" უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დღევანდელი "ნაპოლი" - ფედელე აგრძელებს

alt"იმობილე და კავანი მასზე უკეთესები არიან" - ფედელემ ოსიმენი გააკრიტიკა

alt"ისინი ჩემპიონები არ არიან, ამ ტერმინს არასწორად იყენებთ" - ფედელემ "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა

alt"კარგი მწვრთნელია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს" - ფედელე სპალეტიზე

მკითხველის კომენტარები / 8 /
უნდა გაიგდოს მერეტმა ეს ფედელე წიხლქვეშ და უფრო კარაგად შეაფასებს, როგორ ფლობს მერეტი ფეხებს. :))
გოგია
12:33 11-03-2023
1
თითქოს გალანძღა მარა თან სერია ა-ს მესამე მეკარედ დაასახელა რა მაღალი შეფასებაა.
ეეე
12:49 11-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული