რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ტურნირს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად ითამაშებს

AutoSharing Option
კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტო "ტასი" ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანი, ავღანეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და რუსეთი ივნისში ცენტრალური აზიის საფეხბურთო ტურნირს გამართავენ.
თუმცა რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ვალერი კარპინმა "რია ნოვოსტის" უთხრა, რომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა რუსეთმა მონაწილეობა მიიღოს ახალ ტურნირში.

რუსეთის სპორტული გუნდები და სპორტსმენები თითქმის ყველა საერთაშორისო ტურნირიდან და შეჯიბრებიდან მოკვეთეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

წყარო: "რადიო თავისუფლება"

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაურუ არ გამოგრგჩეთ!
მალხაზ ჯობავა
20:08 13-03-2023
2
შიდა ჩემპიონატი მოიფიქრეს. რა გეშველებათ.
არა რუსეთს
18:15 13-03-2023
2

სიახლეები პოპულარული