სტუმართა ფორვარდმა გიფტ ორბანმა 3-წუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიქი შეასრულა, რაც ევროპულ ტურნირებზე რეკორდული მაჩვენებელია. მან მეტოქის კარი 31-ე, 32-ე და 34-ე წუთებზე აიღო.
ინფორმაციისთვის, წყვილის პირველი შეხვედრა 1:1 იყო დასრულებული. შედეგად, "გენტმა" 5:2 იმარჯვა და მეოთხედფინალში ითამაშებს.