ემოციებით დატვირთული მატჩი და მესის ჯარიმა პანამასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინის ნაკრებმა საშინაო კედლებში პანამის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა.

მატჩის დაწყების წინ "ალბისელესტემ" მუნდიალის თასი წარადგინა, რასაც, რა თქმა უნდა, ახლდა ოვაციები და ემოციები...

3-გზის მსოფლიო ჩემპიონებმა აღნიშნული დაპირისპირება 2:0 მოიგეს, გოლები ტიაგო ალმადამ (78) და ლიონელ მესიმ (89) გაიტანეს, აღსანიშნავია, რომ ლეომ თავი საჯარიმო დარტყმიდან გამოიჩინა.


არგენტინის ნაკრები მეორე ამხანაგურ შეხვედრას 29 მარტს, კურაჩაოსთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ტიპი ჯარიმებს ისე ურტყამს როგორც სხვა ფეხბურთელები პენლებს :))))) გენიოსია ფეხბურთის სამყაროში მესი, ასეთები საუკუნეში 1-2 თუ დაიბადება. ჩვენ გვქონდა ბედნიერება რომ მოვსწრებოდით და დავმტკბარიყავით მესის გენიალური კარიერით
პელე
14:29 24-03-2023
0
ეხლანდელი არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები, მაგრად მომწონს, რაღაცნაირად ჟილკიანი მებრძოლი ფეხბურთელები არიან. ახალი თაობის და გამოცდილი ფეხბურთელების დამოკიდებულება ერთმანეთთან არის მისაბაძი ყველასთვის, ამას ემატება კიდევ გაწონასწორებული მთ. მწვრთნელი! პსეჟეშიც რო ესეთი კარგი მეგობრული ატმოსფერო ქონდეს მესის, მართლა კარგი იქნებოდა! შეხედეთ ნაკრებში მართლა ბედნიერია ლეო, სულ იცინის იღიმება და შედეგიც სახეზე აქვს, საპრისპიროა ფრანგულ გუნდში, თავისი ულტრა ფანებით, რომლებიც უკვე ყველანაირ ზღვარს გადადიან. ლეო! გულით მენანები, მაგ გუნდისთვის!
გია
15:16 24-03-2023
1

სიახლეები პოპულარული