ფედელე: სპალეტი და დე ლაურენტისი ერთმანეთს ვერ იტანენ

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Televomero-ს ეთერში "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისა და ამავე კლუბის მფლობელ აურელიო დე ლაურენტისზე ისაუბრა. მისი თქმით, ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ, რადგან "პარტენოპეის" საუკეთესო მოთამაშეების შენარჩუნება არ შეუძლია.

"კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა ნათელია, "ნაპოლი" მოთამაშეებს დიდ ხელფასს ვერ სთავაზობს და გუნდის საუკეთესო მოთამაშეებს კარგავს. "პარტენოპეი" კიმ მინ-ჯეს და სხვა ლიდერებს გაუმჯობესებულ კონტრაქტებს ვერ შესთავაზებს.

დარწმუნებული ვარ, ამის გამო დე ლაურენტისი და სპალეტი ერთმანეთს ვერ იტანენ. კლუბის მფლობელმა განაცხადა, რომ სპალეტი რჩება? სამაგიეროდ,
ტოსკანელ სპეციალისტს ეს არ დაუდასტურებია" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატს 71 ქულით ლიდერობს. "პარტენოპეი" სერია A-ს მორიგ შეხვედრას 2 აპრილს "მილანის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

alt"დაუბრუნეთ "იუვენტუსს" 15 ქულა! - ფედელე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

alt"მეკარეს ფეხით თამაში უნდა შეეძლოს, მას ხასიათიც არ გააჩნია" - ფედელემ ამჯერად მერეტს შეუტია

alt"იმობილე და კავანი მასზე უკეთესები არიან" - ფედელემ ოსიმენი გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 1 /
იტალიაში სადაა ყველაზე მაღალი მთა გეცოდინება შენ, ჰოდა გამოქანდი იქედან და დააფრინდი ერთ ადგილას ჯერ სპალეტის და მერე დე ლაურენტისს. არ გაახურა საქმე ამ კაცმა. როგორ ვერ იტანს, რომ ნაპოლი ჩემპიონია.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული