სპალეტი "ლეჩესთან" მატჩის წინ შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს

AutoSharing Option
ხვალ, 7 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე, სერია A-ს 29-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "ლეჩეს" ესტუმრება. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი შემადგენლობაში ოთხი ცვლილების განხორციელებას გეგმავს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წინ ლუჩანო რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალებას მისცემს.

"დიდი ალბათობით, კიმ მინ-ჯე დაისვენებს და მას ხუან ჟესუსი შეცვლის, თავის შანსს ჯაკომო რასპადორიც მიიღებს და ჯოვანი სიმეონეს ადგილს დაიკავებს, მოსალოდნელია, რომ მატჩს პირველივე წუთებიდან ელიფ ელმასი და ნტანგი ნდომბელე დაიწყებენ" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი"
სერია A-ს 71 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ "ლაციოს" კი 16 ქულით უსწრებს.

altსპალეტის ახალი თამაში - რაში ამხილა პიოლიმ ტოსკანელი

altკვარაცხელია გამთამაშებლად? - რა შეიძლება შეცვალოს სპალეტიმ "ლეჩესთან" და "მილანისთვის"...

მკითხველის კომენტარები / 11 /
კვარას დასვენება არ შეიძლება, მითუმეტეს წაგებული თამაშის მერე, იმ თამაშთ გამოწვეული სიბრაზისგან უნდა განთავისუფლდეს.
კვარა ყოველთვის მომართული მშვილდივით უნდა იყოს, ყოველთვის!
მალხაზ ჯობავა
16:03 06-04-2023
1
კვარა არანაირად არ უნდა "დაასვენოს" არ ეტყობა მაგ ბიჭს გადაღლა ! პირიქით სეზონის დასაწყისისგან განსხვავები ეხლაა მაგარ ფორმაში შესული და ეხლა რომ "დაასვენოს" შეიძლება რიტმიდან ამოვარდეს !
zura222
20:47 06-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული