"ფეიენოორდის" ქომაგებმა დევი კლაასენს თავი გაუტეხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 5 აპრილს, ჰოლანდიის თასის ნახევარფინალში, "ფეიენოორდმა" "აიაქსს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

მატჩში ანგარიში დუშან ტადიჩმა გახსნა, სერბმა შემტევმა "აიაქსი" მე-14 წუთზე დააწინაურა. 45+2 წუთზე "ფეიენოორდის" ფორვარდმა ალირეზა ჯაჰაბახშმა სხვაობა აღადგინა. 51-ე წუთზე კი ამსტერდამელთა ნახევარმცველმა დევი კლაასენმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

შეხვედრის 63-ე წუთზე ორკუნ კოკჩუსა და დუშან ტადიჩს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც როტერდამელთა ერთ-ერთმა ქომაგმა მოედანზე ბასრი ნივთი ისროლა და დევი კლაასენს თავი გაუტეხა.

ნიდერლანდური გამოცემების ცნობით, ადგილობრივმა
პოლიციამ 32 წლის მამაკაცი დააკავა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაგიჟდება რა კაცი, მაგ ადამიანს სამუდამოდ უნდა აუკრძალო სტადიონზე შესვლა. ისე საფრანგეთის თამაშებს რომ ვუყურებ, ორ კაცს ჯოხებზე, ბადე აქვთ და აუტს როცა აწვდის ფეხბურთელი, უკან უდგებიან , ტრიბუნიდან რამე რომ არ მოხვდეთ. რა ვიცი რა ქვია ამას, ველურობა, სხვა რა? სხვებს კი უკითხავენ მორალს და, რა ვიცი აბა.
ლევანი
16:19 06-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული