"იცით, დე ლაურენტისმა რა გვითხრა?" - "ნაპოლის" ყოფილმა მეკარემ საინტერესო ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მეკარემ, მატეო ჯანელომ, ჟურნალისტებთან საუბარში საინტერესო ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ ესაუბრებოდა, როდესაც გუნდი სერია C-ში ასპარეზობდა.

"ნეაპოლში დაუვიწყარი 7 წელი გავატარე. "პარტენოპეის" ახლა შორიდან ვგულშემატკივრობ. მათი დღევანდელი შედეგებით გუნდის ყველა ყოფილი ფეხბურთელი ამაყობს. ისინი ახლა მწვერვალზე იმყოფებიან.

დე ლაურენტისს ყოველთვის განსხვავებული ხედვები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სერია C-ში ვასპარეზობდით, ხშირად ჩემპიონთა ლიგაზე გვესაუბრებოდა და გვეუბნებოდა, რომ "ნაპოლი" ამ ტურნირზე კონკურენტუნარიანი იქნებოდა. იმ წლებს არასდროს დავივიწყებ"
- განაცხადა ჯანელომ.

მატეო ჯანელო "ნაპოლიში" 2004/11 წლებში ასპარეზობდა, სხვადასხვა დროს კი "კიევოს", "სამპდორიასა" და "სიენას" ღირსებას იცავდა.

altდე ლაურენტისი: "კვარასთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარს უნდა მორჩეთ

altფედელე: სპალეტი და დე ლაურენტისი ერთმანეთს ვერ იტანენ

alt"სპალეტიმ ამაზე უარი მითხრა" - რაზე ვერ შეთანხმდნენ დე ლაურენტისი და ლუჩანო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული