"კვარა" სკამზე იქნება, კიმი ითამაშებს, ოსიმენი?" - რა თქვა სპალეტიმ "ვერონასთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
ხვალ, სერია A-ს 30-ე ტურში, გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "ვერონას" უმასპინძლებს. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დიდი ალბათობით, ხვიჩა ხვალ სათადარიგოთა შორის იქნება, ვიქტორ ოსიმენი კი გამოჯანმრთელდა და გუნდს "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში აუცილებლად დაეხმარება.

"ვერონა" ძლიერი გუნდია. ისინი ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი. ყურადღებით უნდა ვიყოთ და კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ.

"კვარა"? სავარაუდოდ, ხვიჩა მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. ოსიმენი თავს კარგად გრძნობს და განაცხადში იქნება. ხვალინდელ შეხვედრაში კიმიც დაგვეხმარება, შემადგენლობის მთლიანად
შეცვლას არ ვაპირებ.

"მილანთან" დაპირისპირება? ხვალინდელი შეხვედრა ორმაგად მნიშვნელოვანია. თუ "ვერონას" დავამარცხებთ, სკუდეტოს მოსაპოვებლად 3 მატჩის მოგება დაგვრჩება და არა 4-ის.

"როსონერიზე" ჯერ არ ვფიქრობთ. ცხადია, სამშაბათს კიმ მინ-ჯე და ზამბო ანგისა ძალიან დაგვაკლდებიან, თუმცა ჩემს გუნდს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშებენ" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "ვერონას" მატჩი 15 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

alt"ნაპოლის" რეაბილიტაცია სჭირდება, ხვიჩას - დასვენება? - "კვარას" შეხვედრა დებიუტთან...

altოსიმენის წასვლა ახლოვდება - "ბაიერნმა" პირველი ნაბიჯი გადადგა

altხვიჩა "ვერონასთან" სათადარიგოთა შორის? - იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვეთანხმები აზრს, რომ გარემარბი ანუ ვინგერი მარტო ბევრ რამეს ვერ იზამს. მას სივრცე უნდა შეუქმნა. აქ კი მცველები და საყრდენები უნდა გყავდეს უმაღლესი დონის. და რომელი ყავს "ნაპოლის" კიმის და ლობოტკას გარდა? არც არავინ. წინ კი ფორვარდი უნდა გყავდეს. არ იყო ოსიმენი, ნახევარმცველები ფორმიდან ამოვარდნენ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ჩვენი ბიჭი კი ჯერ კიდევ რომ დებიუტანტია, დაგვავიწყდა და მისგან მაქსიმუმს ვითხოვთ.ისე მაქსიმალისტები რომ ვართ უფრო კარგია, ვიდრე ცუდია. იმედით ველოდები მომავალ მატჩს ვერონასთან და მილანთან მეოთხედფინალს. წარმატებები ხვიჩას და ქართულ ფეხბურთს.
ბიძინა კუკულაძე
20:44 14-04-2023
2
მარიო რუი აზრზე მოიყვანეთ ჯობია 10 პასიდან 2 - ს აძლევს კვარას ... და 8 - ს სხვა თანაგუნდელებზე არაზუსტ პასს აკეთებს ან ბრძოლაში აძლევს პარტნიორს ისე რომ იკარგება ბურთი ...
bejo
19:33 14-04-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული