"სცადა, თუმცა არ გამოუვიდა" - ალეგრიმ დე ლაურენტისზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
23 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში, "ნაპოლი" "იუვენტუსს" ესტუმრა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "ბიანკონერის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, "პარტენოპეი" მთელი სეზონის განმავლობაში შესანიშნავად ასპარეზობდა და ჩემპიონატსაც დამსახურებულად ლიდერობს.

"სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. კონცენტრაცია დავკარგეთ და ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. 

"პარტენოპეი" სკუდეტოს მოგებას აუცილებლად იმსახურებს. არ ვიცი, დე ლაურენტისმა რა თქვა, თუმცა ჩემ "ნაპოლიში" მიწვევას ნამდვილად ცდილობდა. მე კი სხვა არჩევანი გავაკეთე" - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს.
"პარტენოპეის" ჩემპიონობის მოსაპოვებლად 5 ქულა სჭირდება, თუმცა არსებობს შანსი, რომ სპალეტის გუნდმა სკუდეტო მომდევნო ტურშივე გაინაღდოს, იმ შემთხვევაში, თუ ნეაპოლელები "სალერნიტანას" დაამარცხებენ და "ლაციო" "ინტერთან" გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს.

alt"ბიჭებს გასახდელში სწორედ ამაზე ვესაუბრე" - რა თქვა სპალეტიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

alt"ნაპოლიმ" დრამატულ მატჩში "იუვენტუსს" სძლია და სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული