დე ლაურენტისმა სპალეტის "იუვესთან" მატჩამდე წერილი მისწერა - რის შესახებ აცნობა კინოპროდიუსერმა ტოსკანელს

AutoSharing Option
გუშინ, 23 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში, "ნაპოლი" "იუვენტუსს" ესტუმრა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. Corriere della Sera-ს ცნობით, მატჩის წინ "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის წერილი მისწერა და აცნობა, რომ მისი კონტრაქტის კიდევ 1 წლით ავტომატურად გახანგრძლივებას აპირებს.

"დე ლაურენტისმა სპალეტის მისწერა, რომ მისი კონტრაქტის 1 წლით ავტომატურად გახანგრძლივებას გეგმავს. ლუჩანომ დუმილის ტაქტიკა აირჩია, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ტოსკანელი ამ შეთავაზებას მიიღებს, რადგან "ნაპოლიდან" წასვლას არ გეგმავს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 78 ქულით
ლიდერობს. "პარტენოპეის" ჩემპიონობის მოსაპოვებლად 5 ქულა სჭირდება, თუმცა არსებობს შანსი, რომ სპალეტის გუნდმა სკუდეტო მომდევნო ტურშივე გაინაღდოს, იმ შემთხვევაში, თუ ნეაპოლელები "სალერნიტანას" დაამარცხებენ და "ლაციო" "ინტერთან" გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს.

altრა რეაქცია ჰქონდა ლუჩანო სპალეტის "კვარას" გამოუყენებელ მომენტზე

altმოკრძალებული ლუჩანო სპალეტი - რა მანქანით მივიდა იტალიელი გუნდის ვახშამზე? [PHOTO]

alt"ნაპოლის" მაისურით ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა" - ლუჩანო სპალეტიმ კიმ მინ-ჯაეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგეთი …ტალო პრეზიდენტი ყავს ნაპოლის …მან არია გუნდი ნებით თუ უნებლიეთ არ ვიცი მაგრამ ერთ თვეზე მეტი არის უკვე რაც ამ კონტრაქტებზე დაიწყო საუბარი …ოსიმენს ვყიდი და ფასი 150 მილიონიო ხვიჩას ახალი კონტრაქტიო და ორმაგი ხელფასიო შეხვდა ჯუღელს მაგრამ მოლაპარაკების მაგივრად შეახსენა რომ ხვიჩას 5-წლიანი კონტრაქტი აქვს და წადი გაისეირნეთო …ნდომბელეს ვუბრუნებთ ტოტენხემს ზელინსკი და ანგისა არ გვჭირდებაო …ამ ……მეოთხედფინალმდის მაინც ეცლია გუნდისთვის და მერე უფრო მეტი საამაყო ხომ ექნებოდა …მე არ მინახავს მაგრამ იტალიის საფეხბურთო ელიტა გაიძახის ბაბუმ ცოტა შეუბერაოოო …არც მილანიდან გამივარდნამ გააჩერა და იუვეს დამარცხების შემდეგ მაგას რა დაამიწებს !!! ღმერთმა ნუ ქნას და ამ ჯუღელის წყალობით მაგარ ხაფანგშია მგონი ხვიჩა …როგორია შენზე 10-ჯერ შტერი ფეხბურთელები 8-10 მილიონს ღებულობს შენ კი 1-ს თან ამ …ს მოუნდა 5 წელი ეგრე გაგრძელდება ეს კი მინიმუმ 40-50 მილიონია ზარალი …არა რა ჯუღელი მაგარია 80 მილიონიანი ფეხბურთელი 8 მილიონად ძლივს გაყიდა და თან მგონი მონობაში 5 წლით …და თუ ნა…ში არ გაუშვა დე ლაუმ ჯუღელი გამოვიდეს თქვას რა მოილაპარეკეს 1 კვირის უკან …მაგრამ ვიცი რომ გაუუუუუუშვასას
მდააა
20:34 24-04-2023
8
წერილი რატომ მისწერა, შეყვარებულები არიან?!....
დდდ
18:19 24-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული