"ნაპოლის" ორი შემტევი საუკეთესო 10-ეულში - Goal-ი "ოქროს ბურთის" ნომინანტებზე

AutoSharing Option
როგორც გავლენიანი გამოცემა Goal-ი წერს, "ნაპოლის" 2 ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, "ოქროს ბურთის" ნომინანტებში საუკეთესო 10-ეულში იქნება.

ამ მომენტისთვის ქართველი მე-7 ადგილს იკავებს, ნიგერიელი კი - მე-6.

ჩამონათვალს კვლავაც ლიონელ მესი ლიდერობს. მეორე პოზიციაზეა ერლინ ჰოლანი, მესამეზე კი - კილიან მბაპე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ინფორმაციისათვის: 1981 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა რუმენიგე. გამოკითხვის შედეგად რამაზ შენგელია გავიდა მე-7 ადგილზე, საშა ჩივაძე - მე-8-ზე, დათო ყიფიანი - მე-11-ზე.
ანუ, მგონია რომ ქართულმა ფეხბურთმა ძველ დიდებისაკენ დაიწყო სვლა!!
ძველი გულშემატკივარი
13:53 28-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული