"ჩემპიონობას სწორედ ასე აღვნიშნავთ" - დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან "ნაპოლის" საჩემპიონო ზეიმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუ "პარტენოპეი" სკუდეტოს მოპოვებას "სალერნიტანასთან" მატჩის შემდეგ მოახერხებს, "სტადიო მარადონაზე" ფიესტა მოეწყობა.

"ნეაპოლს ზეიმი ძალიან უყვარს, თუმცა ამით სხვებს საფრთხე არ უნდა შევუქმნათ. კვირა და ორშაბათი მძიმე დღეებია, ქალაქში საცობებია. ეს ყველაფერი რომ თავიდან ავიცილოთ. უმჯობესი იქნება, თუ აღნიშვნას სტადიონზევე დავიწყებთ და იქვე დავასრულებთ" - განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, თუ კვირას "ლაციო" "ინტერის" დამარცხებას ვერ შეძლებს და "ნაპოლი" "სალერნიტანას" მოუგებს, "პარტენოპეი" ისტორიაში მესამედ სკუდეტოს მოიპოვებს.

-30APR/01/befunky-collage3_d4a9b.png" border="0" alt="alt" title=""ჩემპიონობას სწორედ ასე აღვნიშნავთ" - დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან ისაუბრა" style="height: 50px; width: 50px;" />"ნაპოლის" დღე-სასწაული?! - ყველაფერი მატჩზე, რომლისგანაც 33-წლიანი ლოდინის დასრულებას ელიან...

alt"ნაპოლის" ორი შემტევი საუკეთესო 10-ეულში - Goal-ი "ოქროს ბურთის" ნომინანტებზე

altსპალეტი "სალერნიტანასთან" მატჩში შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 3 /
ასე რამ დაგბოღმა მამუკა?
ქართველი
06:32 29-04-2023
0
ჯერ გადახტით და ჰოპლა მერე დაიძახეთ
მამუკა
21:20 28-04-2023
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული