რუსული მედია ჯიუტად ამტკიცებს, რომ დივეევს "ნაპოლი" ეპატიჟება

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ რამდენჯერმე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცსკა-ს 23 წლის ცენტრალური მცველით, იგორ დივეევით არიან დაინტერესებულნი, რუსული საინფორმაციო საშუალებები მაინც საპირისპიროს ამტკიცებენ.

Sport24 ირწმუნება, რომ დივეევმა ცსკა-ს 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 2 მილიონ ევროზე მეტი მოსთხოვა, კლუბი მხოლოდ 1.8 მილიონს სთავაზობს და იტალიური კლუბები და მათ შორის, "ნაპოლი" ეპატიჟებიან, აგრეთვე - "ზენიტი".

თავად დივეევს ევროტურნირებზე თამაში სურს და ამიტომ კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებას აპირებს. მისი სატრანსფერო ფასი 6 მილიონია, ამ
სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერ ეგუებიან იმას რომ ქართველი ახერხებს იმას რაც რასაც ეგენი ვერასოდეს 0ები არიან ქართველთან შედარებით მსოფლიოს თვალში. არადა ეგენი ქართველებს უმალავდნენ მსოფლიოს რუსეთში ალპობდნენ ევროპაში არ უშვებდნენ და ეხლა პირიქით ხდება 1მა ქართველმა დაჩრდილა მთელი რუსილი ფეხბურთი. კი არა მთელი რუსული სპორტი
x
03 მაისი 2023 05:26
0
რით ვერ გასკდნენ ეს საცოდავები ამდენი ბოღმისგან . ჯერ ხო კრილია სავეტოვის და უფას ფეხბურთელებს ადარებდნენ ხვიჩას, ახლა ვითომ ნაპოლი ეხვეწება ამას მანდ გადასვლაზე. ვინც კი პერპექტიული გამოჩნდება ცდილობენ ისევ რუსეთში დატოვონ, თითქოს ისეთი მაღალია ჩემპიონატის დონე, რუსებს არ უნდათ სხვაგან გახედვა.ერთადერთი რომელიც რაღაცად ღირს და შეუძლია მაღალი დონის ფეხბურთის თამაში, ისევ სომეხია მაგათ ნაკრებში. ზახარიანზე მაქვს საუბარი. თუ რათქმაუნდა მისი ნიჭიც არ მოკლეს
Haaland
02 მაისი 2023 11:03
3
:)))))))))))))))))))))))))))))))))))
რატი
02 მაისი 2023 00:14
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული