"ორკესტრის მომღერალს უფრო ჰგავდა, ვიდრე ფეხბურთელს" - ბორდალასმა ოლივერაზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
"ხეტაფეს" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა "ნაპოლის" განაპირა მცველის, მატიას ოლივერას შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა. მოგეხსენებათ, ურუგვაელი 2017/22 წლებში სწორედ "ქალაქელების" ღირსებას იცავდა.

ბორდალასის თქმით, როდესაც პირველად ოლივერას შეხვდა, თავდაპირველად მომღერალი ეგონა.

"მახსოვს, როდესაც გუნდში მოვიდა, ორკესტრის მომღერალს უფრო ჰგავდა, ვიდრე ფეხბურთელს. მოედანზე მისი გაყვანა შეუძლებელი იყო, რადგან წონის პრობლემა ჰქონდა. ის ისეთი ჩემპიონატიდან მოვიდა, სადაც მოთამაშეები საკუთარ კვებაზე არ ზრუნავენ. ამიტომ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და ოლივერაც რეჟიმში ჩადგა. ახლა კი ყველა ვხედავთ, რომ მატიასი "ნაპოლის" შეუცვლელი ფეხბურთელია და სერია A-ს
მოგებასთან ძალიან ახლოსაა", - განაცხადა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, ოლივერა "ხეტაფედან" "ნაპოლის" 2022 წლის ზაფხულში 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

alt"ვალენსიამ" ხოსე ბორდალასი გადააყენა

altსაერთო შრომით, "მამარდა" დიდი ფეხბურთელი გავხადეთ - ბორდალასი

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბორდალასი გაუშვა და გატუზო დანიშნო?..... ერთ-ერთი დაუფასებელი მწვრთნელია ბორდალასი, ვალენსიამ რატო გაუშვა ეხლაც ვერ ვიგებ.
rable
13:23 03-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული