არც "კვარა" და არც ოსიმენი - ცნობილია, ვისი შენარჩუნება სურს დე ლაურენტისს ყველაზე მეტად

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსი" ზაფხულში "ნაპოლის" სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის გადაბირებას ეცდება.

Areanapoli-ს ცნობით, სეზონის ბოლოს "პარტენოპეის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მთავარი საზრუნავი სწორედ 51 წლის საფეხბურთო სელექციონერის შენარჩუნება იქნება.

"ჯუნტოლიმ ყველას დაუმტკიცა, რომ ნამდვილი პროფესიონალია. "ნაპოლის" წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის, რადგან არაერთი ნიჭიერი მოთამაშე აღმოაჩინა. აურელიო დე ლაურენტისი მის გაშვებას არ განიხილავს და კრისტიანოსთვის ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს", - წერს გამოცემა.

ჯუნტოლის "პარტენოპეის" სპორტული დირექტორის პოსტს 2015 წლიდან იკავებს. "ნაპოლისთან" მისი კონტრაქტი
2024 წლის ზაფხულში იწურება.

altმართლა გადავა თუ არა დივეევი "ნაპოლიში"? - ჯუნტოლიმ ყველაფერი განმარტა

alt"ნაპოლი" ხვიჩას 3 წელი აკვირდებოდა - რას წერდა ჯუნტოლი თავის საიდუმლო დღიურში

altჯუნტოლიმ "ნიუკასლის" კვარაცხელიას ტრანსფერზე თანხის შეთავაზებაზე კომენტარი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვიჩა კვარაცხელიას აღმოჩენა არ სჭირდებოდა, ის ხელის გულზე იდო და ბრმა თუ ვერ დაინახავდა. მისი გადასვლა ნაპოლში იქნებოდა თუ სხვა კლუბში დროის საკითხი იყო. უბრალოდ ომი დაემთხვა და დაჩქარდა პროცესები, რაც ძალიან კარგი იყო ხვიჩასთვის, რუბინისთვის კი კატასტროფა.
12
აურელიო! მე რომ ვყოფილიყავი შენი გუნდის სპორტული დირექტორი, ხვიჩას 5 წლის წინ აღმოვაჩენდი.
ქ. გ.
17:03 03-05-2023
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული