"ნაპოლის" სპორტული დირექტორი ტოვებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს "იუვენტუსს" შეუერთდება, ამის შესახებ ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

წყაროს ცნობით, 51 წლის საფეხბურთო სელექციონერი უახლოს მომავალში ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება და თხოვს, რომ წასვლაში ხელი არ შეუშალოს.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ჯუნტოლის გადაბირება "პარი სენ ჟერმენსა" და "ტოტენჰემსაც" სურდათ, თუმცა კრისტიანოს ყველაზე მეტად "იუვენტუსის" ვარიანტი ხიბლავს.

შეგახსენებთ, ჯუნტოლი "პარტენოპეის" სპორტული დირექტორის პოსტს 2015 წლიდან იკავებს. "ნაპოლისთან" მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში იწურება.

alt"ნაპოლი" ხვიჩას 3 წელი აკვირდებოდა -

რას წერდა ჯუნტოლი თავის საიდუმლო დღიურში

altმართლა გადავა თუ არა დივეევი "ნაპოლიში"? - ჯუნტოლიმ ყველაფერი განმარტა

altჯუნტოლიმ "ნიუკასლის" კვარაცხელიას ტრანსფერზე თანხის შეთავაზებაზე კომენტარი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 4 /
" ნაპოლიდან " ხვიჩაც უნდა წავიდეს, სპალეტისთან ვერ გაძლებს ან რუი-პოლიტანოდ უნდა იქცეს
უტა
16:18 08-05-2023
3
"მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია, წავიდეს"
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული