"თუ დე ლაურენტისი ამას გააკეთებს, ყველა პრობლემა მოგვარდება" - ფედელეს რჩევა "ნაპოლის"

AutoSharing Option
ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუ მომდევნო სეზონში "პარტენოპეის" ლუის ენრიკე ან ანტონიო კონტე გაწვრთნის, ამით ყველა პრობლემა მოგვარდება.

"როგორც ჩანს, სპალეტიმ წასვლა გადაწყვიტა. "ნაპოლიში" ლუის ენრიკეს ან ანტონიო კონტეს სიამოვნებით ვიხილავდი. ვფიქრობ, ისინი ყველა პრობლემის მოგვარებას შეძლებდნენ. მართალია, ლუჩანომ დიდებული სამუშაო გასწია, თუმცა, ვფიქრობ, მწვრთნელი 2 წლის შემდეგ აუცილებლად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდი კრიზისში აღმოჩნდება", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, იტალიური გამოცემების ცნობით, ლუის ენრიკემ "პარტენოპეის" ჩაბარება იუარა
და საკუთარი ძალების მოსინჯვა პრემიერლიგაში სურს.

altფედელე: ვიცი, რატომ მიდიან სპალეტი და ჯუნტოლი "ნაპოლიდან"

alt"თუ "ნაპოლიდან" არ წახვალ, პიოლის ბედს გაიზიარებ" - ფედელემ სპალეტის მიმართა

alt"მართლა ფიქრობთ, რომ ლობოტკა იდეალურია?" - ფედელემ სლოვაკი გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ფედელე ბაბუა :-):-) :-)
ისევ გამოჩნდა.
აი კაცი,ამან ყოველთვის ყველაფერი სხვაზე უკეთესად იცის.
მოცლილი
15:05 26-05-2023
4
ცოტა შერეკილი მგონია მე ეს ფედელე. ყველა მწვრთნელს თავისი ხელწერა აქვს და ტაქტიკა, რომელსაც მოარგებს ფეხბურთელებს და წარმატებას მიაღწევს. სპალეტიმ ეს გააკეთა და ფედელეს აზრით თურმე ახალი მწვრთნელი ახალი ტაქტიკით უკეთეს შედეგს დადებს, ვიდრე სპალეტიმ რომ ნაცნობი და ამ ტაქტიკაზე მორგებული ფეხბურთელებით გააგრძელოს მუშაობა.
ჟორა გაბრიჭიძე
16:08 26-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული