კანდელაკი "ალ ნასრის" დამრიგებლად ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ მწვრთნელს სთავაზობს

AutoSharing Option
წარმოშობით ქართველი და ამჟამინდელი რუსეთის მოქალაქე სპორტული ჟურნალისტი თინა კანდელაკი კრიშტიანო რონალდოს კლუბ "ალ ნასრის" ურჩევს მთავარ მწვრთნელად ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი დამრიგებელი ლეონიდ სლუცკი დანიშნოს.

"ზიდანმა უარი თქვა იმ კლუბის გაძღოლაზე, სადაც კრიშტიანო რონალდო თამაშობს. მას 2 წლის განმავლობაში 150 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.

შესაძლოა, გასაკვირი იყოს ასეთ მოკლე და დიდსულოვან კონტრაქტზე უარის თქმა, მაგრამ ზიდანი ყოველთვის განსაკუთრებული იყო.

ის ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო. ფრანგმა მანამდე უარი "მანჩესტერ იუნაიტედზე" თქვა, რადგან კლუბის მდგომარეობა თავისი ამბიციების განსახორციელებლად არასახარბიელოდ
მიიჩნია.

დაე, საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა სხვა მწვრთნელი ეძებონ. უბრალოდ, მათ ვეტყოდი, რომ ჩვენ მშვენიერი ლეონიდ სლუცკი გვყავს, რომელიც უსაქმოდ ზის", - დაწერა კანდელაკმა ტელეგრამ არხზე.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ადმინ, ხომ გევასება ეგ ქალი ტო? რა მალ-მალე გამოჭიმავ ხოლმე?
გია პაპა
14:07 28-05-2023
5
ამ ნაგავი ქვეყნის მეხოტბეს რატო აჩენთ საიტზე?!
gionat
13:42 28-05-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული