"ლურჯებს" ახალგაზრდა ნახევარმცველის შენარჩუნება სურთ, თუმცა მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
The Telegraph-ის ინფორმაციით, მაუნტთან მოლაპარაკებებს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" აწარმოებენ. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას მეისონი.
შეგახსენებთ, მაუნტი "ჩელსის" აკადემიის აღზრდილია. ინგლისელმა "არისტოკრატების" რიგებში ჯამში 195 მატჩი გამართა, თავი კი 33 გატანილი გოლითა და 37 საგოლე პასით გამოიჩინა.
ლონდონიდან ლივერპულში - მაუნტი მორიგ ინგლისურ გრანდში გადასვლასთან ახლოსაა