"მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" მეისონ მაუნტის დამატებისთვის იბრძვიან

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონის ბოლოს, დიდი ალბათობით, მეისონ მაუნტი "ჩელსის" დატოვებს. ინგლისელს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი ეწურება და მალე თავისუფალი აგენტი გახდება.

"ლურჯებს" ახალგაზრდა ნახევარმცველის შენარჩუნება სურთ, თუმცა მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

The Telegraph-ის ინფორმაციით, მაუნტთან მოლაპარაკებებს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" აწარმოებენ. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას მეისონი.

შეგახსენებთ, მაუნტი "ჩელსის" აკადემიის აღზრდილია. ინგლისელმა "არისტოკრატების" რიგებში ჯამში 195 მატჩი გამართა, თავი კი 33 გატანილი გოლითა და 37 საგოლე პასით გამოიჩინა.

altლონდონიდან ლივერპულში - მაუნტი მორიგ ინგლისურ გრანდში გადასვლასთან ახლოსაა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული