დე ლაურენტისი გამოსავალს ეძებს - იტალიელი გალტიეს დაუკავშირდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კრისტოფ გალტიეს დაუკავშირდა, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს.

მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს გალტიე პარიზულ კლუბს დატოვებს, როგორც ჩანს, 72 წლის კინოპროდიუსერი მთავარი მწვრთნელის პოსტზე მის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გალტიეს 3 კლუბი დაუკავშირდა, ერთ-ერთი კი "ნაპოლი" იყო. გალტიე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მწვრთნელია. დე ლაურენტისი ტიაგო მოტას, რაფა ბენიტესისა და სერხიო კონსეისაოს ვარიანტებსაც განიხილავს", - განაცხადა პედულამ.
ასევე დაგაინტერესებთ