ოსიმენმა დე ლაურენტისს სასურველი კლუბი დაუსახელა

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის "პარი სენ ჟერმენში" გაგრძელება სურს, ამის შესახებ Le Parisien-ის ჟურნალისტი ბერნარდო სილვა იტყობინება.

წყაროს ცნობით, ნიგერიელმა საკუთარი სურვილის შესახებ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს უკვე აცნობა.

გამოცემის ინფორმაციით, 72 წლის კინოპროდიუსერმა ოსიმენს განუცხადა, რომ 140 მილიონზე ნაკლებად ტრანსფერი არ შედგება.

თავის მხრივ, პარიზული კლუბი ვიქტორს ლიონელ მესის შემცვლელად მიიჩნევს, მოგეხსენებათ, "ლა პულგამ" პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერას მაიამის "ინტერში" გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 39 მატჩი
გამართა, თავი კი 31 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altარც "კვარა" და არც ოსიმენი - ცნობილია, ვისი შენარჩუნება სურს დე ლაურენტისს ყველაზე მეტად

altსაუკეთესო ოსიმენი გახდება? - როდის შეიძლება დაერქვას "კვარას" თამაშს კრიზისი...

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჯერ ერთი, მესის შემცვლელი ჯერ არ დაბადებულა და მეორე, მესი ნახევარმცველისა და გოლეადორის ფუნქციებს ორივეს უდიდესი წარმატებით ასრულებს, ოსის კი კარის წინ უნდა მიაწოდო ბურთი. გიჟი იქნება ვინც მასში 100 მილიონს გადაიხდის.
ჟორა გაბრიჭიძე
19:08 10-06-2023
9
არ მჯერა რა ფულით შექმნილი გუნდების. ნეაპოლში გაღმერთებენ პარიზში დაგისტვენენ
bugalteri
16:35 10-06-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული