ოსიმენმა დე ლაურენტისს სასურველი კლუბი დაუსახელა

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის "პარი სენ ჟერმენში" გაგრძელება სურს, ამის შესახებ Le Parisien-ის ჟურნალისტი ბერნარდო სილვა იტყობინება.

წყაროს ცნობით, ნიგერიელმა საკუთარი სურვილის შესახებ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს უკვე აცნობა.

გამოცემის ინფორმაციით, 72 წლის კინოპროდიუსერმა ოსიმენს განუცხადა, რომ 140 მილიონზე ნაკლებად ტრანსფერი არ შედგება.

თავის მხრივ, პარიზული კლუბი ვიქტორს ლიონელ მესის შემცვლელად მიიჩნევს, მოგეხსენებათ, "ლა პულგამ" პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერას მაიამის "ინტერში" გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 39 მატჩი
გამართა, თავი კი 31 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altარც "კვარა" და არც ოსიმენი - ცნობილია, ვისი შენარჩუნება სურს დე ლაურენტისს ყველაზე მეტად

altსაუკეთესო ოსიმენი გახდება? - როდის შეიძლება დაერქვას "კვარას" თამაშს კრიზისი...

მკითხველის კომენტარები / 9 /
მე არ ვიცი ეს სტატია ნათარგმნია თუ ქართველი ჟურნალისტის დაწერილი?
მაგრამ რა მესისი შემცვლელი? სად ოსიმენი და სად მესი ამპლუით.
საოცრებებს წერთ რა....
Lobotka
14:53 10-06-2023
4
არ მჯერა რა ფულით შექმნილი გუნდების. ნეაპოლში გაღმერთებენ პარიზში დაგისტვენენ
bugalteri
16:35 10-06-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული