მესიმ თავისი კარიერის ოთხი საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა, პსჟ-მა კი მისი შემცვლელი დაიმატა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ის ოთხი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც მისი თანაგუნდელები იყცნენ და მოედანზე მათთან თავს კომფორტულად გრძნობდა.

35 წლის შემტევმა ასეთებად ლუის სუარესი, ნეიმარი, ხავი და სამუელ ეტო'ო მიიჩნია.

აქვე გეტყვით, რომ ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლეოს ყოფილმა გუნდმა პსჟ-მა არგენტინელის შემცვლელი დაიმატა. "პარკ დე ფრანსის" ბინადრებმა "მალიორკასთან" შეთანხმებას მიაღწიეს და 22 წლის სამხრეთკორეელი შემტევი ნახევარმცველი ლი კანგ ინი საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგდება. ახლა ტრანსფერის ბოლო დეტალები თანხმდება და გარიგება მალე ოფიციალურად გამოცხადდება.
მკითხველის კომენტარები / 24 /
სასაცილოაა მესის შემცვლელი?
იმერელი
14 ივნისი 2023 14:10
3
მესის შემცვლელი, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არაა?
Semi
14 ივნისი 2023 14:10
3
შენც ხმადაბლა თქვი!
სევერიანი
15 ივნისი 2023 02:35
1
დი მარია მოტეხე?
Levani
14 ივნისი 2023 14:05
1
Mesis shencvlelad asensio aiyvaness,li kangi marcxena naxevarmcvelia...
L.J .
14 ივნისი 2023 14:02
1
რონალდინიო არა და ეტო? კაი რა ლეო ეგ არ უნდა გეკადრებინა
ტოტტი
14 ივნისი 2023 13:43
3
არგენტინელი კაცი, ორ ბრაზილიელს ვერ დაასახელებდა 4-დან, მით უფრო რომ არცერთი არგენტინელი არ დაუსახელებელია. ასე რომ არჩევანი გაკეთა ნეიმარსა და რონალდინიოს შორის. ეგ სხვა საკითხია რომელი უნდა აერჩია.
ტოტტი-ს
14 ივნისი 2023 16:25
3
ლეო! ხავი თუ ჩავი, მოაცილეე შენი მეგობრობის წრიდან, მაგას რო მოენდომებინა ყველაფერს გააკეთებდა, ბარსაში შენს დასაბრუნებლად და შენც არ მოგიწევდა ოკეანის იქით იძულებით წასვლა. ერთადერთი ვინც მართლა შენი კარგი თანაგუნდელი იყო და მეგობარია ეს არის, ლუისიტო! რომელსაც ასევე უსინდისოდ მოექცნენ. ისე რო დაახვიონ ყველამ და საერთოდაც ამ გასახედიდან, თურმე ნამეტანი არ უნდა შეაკლა თავი არაფერს, ოჯახის გარდა!
ფანი
14 ივნისი 2023 13:23
8
1000000000000000000%- გეთანხმები. როგორ გულით უნდოდა დაბრუნება და ისევ ღალატი! ჩავის და გაბერილ ლაპორტას სინდისზე იყოს ყველაფერი! გიგა.
ფანის
14 ივნისი 2023 16:08
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული