სპალეტიმ "ნაპოლის" ოსიმენის შემცვლელი ურჩია

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "პარტენოპეის" ოსიმენის შემცვლელად ბეტოს დამატება ურჩია, ამის შესახებ Il Messaggero იტყობინება.

წყაროს ცნობით, ტოსკანელმა დე ლაურენტისს განუცხადა, რომ "უდინეზეს" ცენტრფორვარდის გადაბირება "ნაპოლისთვის" ხელსაყრელი ვარიანტი მისი სატრანსფერო ფასის გამოც იქნება.

ბეტო "უდინეზეს" 2021 წელს "პორტიმონენსედან" შეუერთდა. 26 წლის შემტევმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 33 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

altუკვე 40 კანდიდატია - დე ლაურენტისმა სპალეტის შემცვლელის შერჩევაზე გააკეთა კომენტარი

alt"გეტყვით, მათ შორის რა მოხდა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა

დე ლაურენტისისა და სპალეტის შესახებ ისაუბრა

altორიგინალურად დამშვიდობება - სპალეტის მოპარული ავტომობილის საჭე დაუბრუნეს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბეტო არ ბებეტო კიდეევ P მიქაუტაძე იყიდონ და არ ინანებეენ !!
zura222
14:39 18-06-2023
3
მე სიმეონეც ძალიან მომწონს, კარგი შემსრულებელია. ოსიმენი მართლაც უჩვეულო უნარების მქონე ფორვარდია.
კვარა კი - გამთამაშებლად ბევრად მაგარი იქნება, მაგარ პასებს აძრობს, ურიგო დარტყმა არ აქვს, ფინტებით დაცვის გარღვევაც შეუძლია და კონტრშეტევის დროს მისი სისწრაფე ყველაზე მეტად გამოსადეგი იქნება (თუ საჭირო გახდება ელმასის ფლანგზე გადავა) მას და ზიელინსკის ცენტრში ბურთის ამოტანა კარგად ეხერხება და ერთმანეთში შეთამაშებაც არ გაუჭირდებათ.
კვარადონა
08:53 20-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული