ტკივილებს ვეღარ უძლებს - სუარესი ფეხბურთიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს

AutoSharing Option
Marca-ს ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ "გრემიოს" ფორვარდმა ლუის სუარესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.

როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, 36 წლის თავდამსხმელი მუხლის ტრავმას ებრძვის, მუდმივად ტკივილის ქვეშ თამაშობს და მისი ატანა აღარ შეუძლია.

სუარესი, რომელიც 68 გოლით ურუგვაის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირია, ბრაზილიურ გუნდში 2023 წლის იანვარში მშობლიური "ნასიონალიდან" გადავიდა, ჯამში 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
წონაში დაიკელი,ლუის.მუხლებს დატვირთვა მოაკლდება და იქნებ შეღავათი მოგეცეს!
სოსო
15:07 21-06-2023
0
ლუისიტო! ფეხის ტკივილი, რა მოსატანია იმ "დამამცირებელ ტკივილთან", რაც კუმანმა და მისმა ბანდამ მოგაყენა?
ზურა
14:45 21-06-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული