წელიწადში 20 მილიონი ევრო - ბროზოვიჩი კარიერას "ალ ნასრიში" გააგრძელებს

AutoSharing Option
მარსელო ბროზოვიჩი კარიერას "ალ ნასრიში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Sky Italia ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არაბული კლუბი ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ინტერს" 25 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად ბროზოვიჩი კი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და წელიწადში 20 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, ბროზოვიჩი "ნერაძურის" 2015 წელს ზაგრების "დინამოდან" შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში ხორვატმა ნახევარმცველმა "ინტერის" მაისურით ჯამში 261 მატჩი გამართა და თავი 25 გატანილი გოლით გამოიჩინა.

alt"ბარსელონა" მარსელო ბროზოვიჩით დაინტერესდა

alt"რეალი" ბროზოვიჩით ინტერესდება

მკითხველის კომენტარები / 5 /
ესეც სამჭედლოში წავიდა...ჩავა იქ და მიხვდება ფული ყველაფერი არ არის...
რობი
02:02 26-06-2023
0
ვაა? მე თუ გადავედი, თქვენ ვინ ხართ ჩემთან შედარებით?
rolando.
18:38 25-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული