"ვიძახდი, "არსენალს" რონალდო სჭირდება-მეთქი, თუმცა დამცინოდნენ; ახლა ვინ იცინის?" - პირს მორგანი

AutoSharing Option
ინგლისელ ჟურნალისტს, პირს მორგანს, სჯერა, რომ კრიშტიანო რონალდოს შეუძლია "არსენალს" პრემიერლიგის მოგებაში დაეხმაროს. შეგახსენებთ, ლონდონური კლუბი გასულ გათამაშებაში მე-2 ადგილზე გავიდა და ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის" 5 ქულით ჩამორჩა.

"გასულ წელს "მეთოფეების" გულშემატკივრები ჩემზე იცინოდნენ, როდესაც ვთქვი, რომ რონალდო მათთვის სეზონის ბოლომდე დიდებული შენაძენი იქნებოდა.

ახლაც იცინიან? იმ პერიოდში, როდესაც გაბრიელ ჟესუსი ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებოდა, კრიშტიანოს ექნებოდა შესაძლებლობა, რომ შეტევით ხაზს წინ გასძღოლოდა და გამარჯვებებისთვის ებრძოლა.

აქ საუბარი არ არის მხოლოდ გატანილ გოლებზე, გამარჯვებულის მენტალიტეტზე ვსაუბრობ. თუ შენ გასახდელში
მისნაირი კალიბრის სპორტსმენს ჩასვამ, ახალგაზრდა თაობას წარმატებისკენ სვლაში გაუძღვება.

მოდი, შევხედოთ განვლილ სეზონს. არტეტამ და კაპიტანმა მარტინ ოდეგორმა ისაუბრეს, თუ როგორ ეტკინათ უპირატესობის განიავება და დიდხნიანი პაუზის შემდეგ ვერმოგებული პრემიერლიგის თასი", - განაცხადა პირს მორგანმა.

შეგახსენებთ, გასულ წელს "სიტიმ" 89 ქულა მოიპოვა, "არსენალმა" კი - 84. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ლონდონელები ლიდერობდნენ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
Masxaraa tipi,crishtianus xekpasze zis da isvris uazro winadadebebs...
L.J .
12:22 27-06-2023
3
თუ რონალდოთან ერთად ზიკოს და ბებეტოსაც დაიმატებენ, წინ ვერაფერი დაუდგებათ!
ალო
12:14 27-06-2023
6

სიახლეები პოპულარული