შემდეგი სამიზნე ინიესტა და ალბა - მაიამის "ინტერი" ყოფილი "ბარსელონელების" პასუხს ელოდება

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაიამის "ინტერის" ხელმძღვანელობა ლეგენდარული "ბარსელონადან" დარჩენილი ფეხბურთელების ტრანსფერებზე იწყებს მუშაობას.

როგორც იცით, ამერიკულმა კლუბმა მოახერხა და საკუთარ რიგებში ლიონელ მესი და სერხიო ბუსკეტსი გადაიბირა, დღესდღეობით კი აქტიური მოლაპარაკებები მიდის ხორდი ალბასთან და ანდრეს ინიესტასთან.

RAC1-ის ცნობით, ტატა მარტინოს სურს, რომ ანდრესი საკუთარ შემადგენლობაში იხილოს და ითამაშოს მანამ, სანამ 39 წლის ნახევარმცველი კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ინიესტას სამსახურით ასევე არაბები ინტერესდებიან. ლეგენდარული ესპანელი კარიერის შემდეგი ნაბიჯის შესახებ უახლოეს დღეებში გვამცნობს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
საფრანგეღის ჩემპიონატი ჩაატარა,მოიგო მსოფლიო,ნაკრების ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობა მიიღო,ეხლა ამერიკაში თამაშობს,არ გადაიღალა 36 წლის ფეხბურთელი?თან თამაში არ ჩაუგდია 36 წლის ფეხბურთელზე ვლაპარაკობ ხალხო.
კუკური
19:14 05-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული