"ინტერი" ონანას შემცვლელად უკრაინელი მეკარის შეძენას აპირებს

AutoSharing Option
"ინტერის" მეკარე ანდრე ონანამ "მანჩესტერში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და ახლა ტრანსფერის თანხაზე კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ. მილანელები 60 მილიონ ევროს ითხოვენ, "იუნაიტედი" კი მზადაა 50 მილიონი (პლუს ბონუსები) გადაიხადოს. "ინტერის" მეორე მეკარეს, სამირ ჰანდანოვიჩს, კონტრაქტი დაუსრულდა.

აქედან გამომდინარე, "ნერაძურის" სასწრაფოდ სჭირდება ონანას შემცვლელი, "შახტარის" 21 წლის მეკარით, ანატოლი ტრუბინით (სიმაღლე 199 სმ) დაინტერესდა და მის აგენტს დაუკავშირდა. უკრაინის ნაკრების კარის დარაჯს "შახტართან" კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 22 მილიონია.

დონეცკური კლუბის სპორტულმა დირექტორმა დარიო სრნამ განაცხადა,
რომ ტრუბინი ამჟამად ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, ასაკის მიუხედავად გამოცდილია, დიდ გუნდში გადასასვლელად მზადაა, მაგრამ მხოლოდ ტოპ-კლუბს ტოპ-ფასად მიჰყიდიან, ისევე, როგორც ეს იყო მუდრიკის შემთხვევაში და ასეთივე პრინციპით გაყიდიან მომავალში სუდაკოვს, ბონდარენკოს და მატვიენკოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამიტომაა ამ უკრაინას ფეხბურთში უნდა მოიგო და მსოფლიო რეიტინგშიც გადაასწრო!
ლაშა
10:19 08-07-2023
0
კი მაგარია ტრუბა ტრუბინი, მაგას არ იყო ორი დღის წინ, ესპანელებმა რო ხუთი გოლი გაუჯინეს? მაგას ჯობია მამარდა იყიდონ.
მალხაზ ჯობავა
11:25 07-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული